19 ამოუცნობი ქართველი ჯარისკაცის ვინაობა უკვე ცნობილია
19 ამოუცნობი ქართველი ჯარისკაცის ვინაობა უკვე ცნობილია
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საპარლამენტი კომისიის ხელმძღვანელმა გივი თარგამაძემ განუცხადა, დნმ-ის პასუხები გუშინ გახდა ცნობილი. "დნმ-ის პასუხებმა დაადასტურა ამოუცნობი ჯარისკაცების ვინაობა.
ერთი ჯარისკაცი ამ 19-თაგან ამოცნობილი იყო, მაგრამ ოჯახმა გადამოწმების მიზნით გადაწყვიტა ექსპერტიზის ხელახლა ჩატარება. შედეგები ახლობლებს უკვე ეცნობათ.
"ეს იმ 19 ჯარისკაცის დნმ-ის პასუხებია, ვისმა დედებმაც ნიმუშები ჩააბარეს. როდესაც დედების ნიმუშებზე ტარდება ექსპერტიზა, გაცილები მარტივად და სწრაფად ხდება პასუხების მიღება. ხოლო იმ 30 ჯარისკაცის დნმ-ის პასუხების მიღება, ვისმა ოჯახის წევრებმაც დებმა, ძმებმა და ა.შ ნიმუშები ჩააბარეს, უფრო გვიან მოხდება. სავარაუდოდ, ეს 2 კვირაში იქნება",-განაცხადა თარგამაძემ.
www.InterPressNews.ge
