↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებირწმენა და ეკლესია
Გდესპანი

გურჯაანის საჯარო სკოლაში რელიგიის სწავლება აღდგა

pikaso22 1 წთ კითხვა 541 0 კომენტარი

გურჯაანის საჯარო სკოლაში რელიგიის სწავლება აღდგა

[”არგუმენტ.გე”]
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში რელიგიის სწავლება აღადგინეს.

სკოლის დირექტორმა მარინა უტიაშვილმა რელიგიის გაკვეთილები ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე გააუქმა. ამ ფაქტს რაიონის საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა, რომელსაც საქართველოს პარლამენტშიც გამოეხმაურნენ.

- ”მიუხედავად იმისა, რომ რელიგიის სწავლება აღადგინა, დირექტორი, იმ მასწავლებლებს, რომელთა ერთგულებაშიც ეჭვი ეპარება, კვლავ გვდევნის და ნორმალური მუშაობის საშუალებას არ გვაძლევს. პატიმრები რომ ჰყავთ ციხეში, იმაზე უარეს პირობებში გვამყოფებს. ამასთან ერთად, მოითხოვს, რომ ფსიქიატრიულიდან ცნობები წარვუდგინოთ, რითაც დავადასტურებთ, რომ გიჟები არ ვართ”, - აცხადებს სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი ცარო გაფრინდაშვილი.

სკოლის დირექტორი მარინა უტიაშვილი მასწავლებლების ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, მას პედაგოგების ფსიქიატრიული შემოწმება არ მოუთხოვია, თორემ თუ მოითხოვდა, მიაღწევდა კიდეც.

პედაგოგები, რომლებიც დირექტორისგან ზეწოლას განიცდიან, დახმარებას მასწავლებელთა პროფკავშირებს სთხოვენ.

http://presa.ge/index.php?text=news&i=4154
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · ეკლესიის ამბები

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი