ლავროვი უსაფრთხოების საკითხებში ევროსამიტის ჩატარების ინიციატივით გამოდის
ლავროვი უსაფრთხოების საკითხებში ევროსამიტის ჩატარების ინიციატივით გამოდის
[BBC]შაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წინდადებით გამოვიდა, ჩატარდეს პან-ევროპულ სამიტი ”ევროპაში სანდო კოლექტიური” უსაფრთხოების სისტემის შექმნის” განხილვის მიზნით. ლავროვმა თქვა, რომ საქართველოს კონფლიქტის დროს ევროპული უსაფრთხოების არსებულმა სისტემამ სიმტკიცის გამოცდა ვერ ჩააბარა. და გაეროს გენერალურ ასამბლეას განუცხადა, რომ ”პან-ევროპულმა სამიტმა თავისი უსაფრთხოების პრობლემებს” გონივრული თვალით უნდა შეხედოს.
ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ლავროვმა განაცხადა, რომ ცხინვალის დაბომბვით საქართველომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე ყოველგვარი უფლება დაკარგა.
- ”სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება ერთადერთ შესაძლებელ გზად იქცა, რომ უზრუნველგვეყო არა მხოლოდ მათი უსაფრთხოება,- ”თუმცა, საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება თანმიმდევრულად ატარებდა ამ მექანიზმების დარღვევის კურსს მუდმივი პროვოკაციების გზით და საბოლოოდ ჩაძირა სამშვიდობო პროცესი, როცა ახალი სისხლისმღვრელი ომი დაიწყო 8 აგვისტოს ღამით,” - ხაზი გაუსვა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ლავროვმა რუსეთის სახელით მოუწოდა გაეროს, მიიღოს ზომები მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ომის პროპაგანდისთვის გამოყენების წინააღმდეგ. ”თუ ჩვენ გვსურს, რომ სიმართლე კვლავ არ იქცეს ომის პირველ მსხვერპლად, აუციელებლია შესაბამისი დასკვნების გაკეთება, მათ შორის, 1970 წლის დეკლარაციის შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებითაც, რომლის მიხედვითაც ”საელმწიფოები ვალდებულნი არიან თავი შეიკავონ აგრესიული ომის პროპაგანდისგან,” - განაცხადა ლავროვმა.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4148