მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს რუსეთთან ომი არ წაუგია
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს რუსეთთან ომი არ წაუგია
[საინფორმაციო სააგენტო ”ფაქტი”]”ნიუსვიკი” საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. ჟურნალისტი ინტერვიუს ასე იწყებს: ”მსოფლიო ორად გაიყო. ისინი, ვინც აღტაცებულნი არიან პრეზიდენტ საკაშვილის ძლიერი ძალისხმევით, რომ თავის ქვეყანა დემოკრატიული გახადოს და ისინი, ვისაც სჯერა, რომ სააკშვილმა მსოფლიო რუსეთთან თითქმის ომის ზღვარზე მიიყვანა.” გთავაზობთ ამ ინერვიუს.
როგორ ფიქრობთ, რუსეთთან ომი წააგეთ?
- არა, მე ვფიქრობ, რომ რუსეთმა შეტევა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაგეგმა. ეს მაშინ, როცა რეალური სამხედრო მზადება დაიწყო.ჩვენ ამის შესახებ ევროპა და დასავლეთი გავაფრთხილეთ. უამრავი ამერიკელი რუსეთთან ომის გამო შეწუხებულია. ჩვენი სურვილი არასდროს ყოფილა ჩაგვერთო ამერიკა ამ კონფლიქტში. ჩვენ, რაც გვინდოდა, ეს იყო შეერთებული შტატებისა და ევროპის მცდელობა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.
როგორ აპირებთ რუსეთთან ურთიერთობის გარეშე მუშაობას?
- მე ვფიქრობ, ახლა მთავარია, რომ კრემლის ორი მთავარი სტრატეგიული მიზანი - ჩამოაგდონ საქართველოს ხელისუფლება და ხელში ჩაიგდონ ენერგორესურსები, ვერ იმუშავებს. ჩვენ მათ ჩვენი თავისუფლებისა და დემოკრატიის წარმატება უნდა ვაჩვენოთ.
შესაძლებელია, საქართველო დემოკრატიის წარმატებული მოდელი იყოს?
- აბსოლუტურად. ომამდე მე მესმოდა, ბევრი ლიბერალურად მოაზროვნე რუსი ამბობდა, რომ რუსეთი საქართველოს ეკონომიკური მოდელის შექმნასა და კორუფციასთან ბრძოლაში უნდა შეეჯიბროს. ეს ის საქართველო აღარ არის, რომელიც რუსეთს ჩაბარდება. რუსეთი საქართველოს და სხვა დემოკრატიის მაგალითებს ეკონომიკის ლიბერალიზმისკენ სწრაფვაში უნდა აყვეს.
რუსეთმა ყირიმში ეთნიკური რუსებისთვის პასპორტების გაცემა დაიწყო. ისინი ყირიმში იგივეს აკეთებენ, რაც საქართველოში გააკეთეს. თუ მათ შეუძლიათ საქართველოს ანექსიას თავი დაანებონ, მათ ეს უნდა გააკეთონ.
რუსეთი სამხრეთ ოსეთის ანექსიას ცდილობს?
- მათ სამხრეთ ოსეთის ანექსია, დამოუკიდებლობის სახელით, უკვე მოახდინეს. ჩემი ხედვით, ეს არ არის დამოუკიდებლობა, ეს არის ანექსია.
რუსეთს თვალი ახლა უკრაინაზე უჭირავს?
- ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ განსაკუთრებით სურს ორი ადამიანის თავი: ვიქტორ იუშჩენკო და მე. ის ყოველთვის ამაყობს, რომ არასოდეს ამბობს უარს თავის მოთხოვნილებებზე. უკრაინა დემოკრატიული ქვეყანაა, რაც მას განსაკუთრებულად განასხვავებს რუსეთისგან.
თქვენთვის ნატო-ს წევრობა ახლა მნიშვნელოვანია?
- ეს ძალიან მიშვნელოვანია, მაგრამ ეს მუშაობის ფაქტორზეა დამოკიდებილი, რომ გახდე ალიანსის წევრი და დაუახლოვდე ევროპულ სტრუქტურებს. ნატო-ს წევრობა ბირთვული ქოლგის გაგრძელებას ნიშნავს.Aასე რომ, არსებობს რაღაც დამაფიქრებელი ფაქტორები. ვფიქრობ, ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, სადაც ნატო-მ რაღაც ახლი უნდა შექმნას.
როგორ ფიქრობთ, თუ ნატო-ს დაივიწყებთ, რუსეთი მარტო დაგტოვებთ?
- ნატო არაფერ შუაშია. ეს ეხება ორ კონფლიქტურ სისტემას, ორ კონფლიქტურ იდეას, ცხოვრების ორ კონფლიქტურ გზას. რუსეთი აღშფოთებული იმ ფაქტით, რომ საქართველო და უკრაინა დემორატიული ქვეყნები არიან და მათ თავისუფალი საზოგადოება ჰყავთ.
რას ელოდებით დასავლეთისგან?
- ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველ რიგში, ბაზრებთან დაახლოება გვჭირდება. ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ვიყოთ წარმატებულები. ინვესტორები არ არიან შეშინებულები, რომ ინვესტიცები ჩადონ ჩემს ქვეყანაში.
თქვენ ესაუბრებოდით ჯონ მაკკეინს აგვისტოს კრიზისის განმავლობაში.
- მე ვესაუბრე ჯონ მაკკეინს, ასევე, ჯო ბაიდენს. ბაიდენი საქართველოში კანდიტად დასახელებამდე ჩამოვიდა და ჩვენთან ერთად დარჩა. ამის შემდეგაც ბევრჯერ დამირეკა. ასევე, ბევრჯერ ვესაუბრე ბარაკ ობამას და კანდიდატად დასახელების შემდეგ სარა პეილინმაც დამირეკა. ასე რომ, ყველაფერი ეს ორპარტიული იყო.
გაიგეთ პუტინის შეფასება, რომ ომი ოლიმპიადის გამო დაიწყო?
- არა, მე ვფიქრობ, რომ მან ეს განგებ გააკეთა. ეს ცუდი პერიოდი იყო. ჩვენთვის მთავარი საზოგადოების დაცვა იყო. ზაფხულის ოლიმპიადა ხალხისთვის ცუდი პერიოდი აღმოჩნდა. ეს ჩვენთვის სრული კოშმარი იყო.
ფიქრობთ რომ რუსეთის მიზანია, საქართველოს ხელისუფლება დაამხოს?
- მე ვფიქრობ, რომ კი, მაგრამ ისინი ამას ვერ მიაღწევენ. მათ ამის საუკეთესო შანსი აგვისტოში ჰქონდათ.
