↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Დდესპანი

დამარცხების ანატომია: უპასუხისმგებლობის ფაქტორი (წერილი მეოთხე)

pikaso22 7 წთ კითხვა 794 0 კომენტარი

დამარცხების ანატომია: უპასუხისმგებლობის ფაქტორი (წერილი მეოთხე)

[კახა კაციტაძე]
ამ წერილში შევეხებით იმას, თუ რამდენად იყო ჩვენი ჯარი და, საერთოდ, თავდაცვითი სისტემა ჰაერში რუსების გაბატონების პირობებში მოქმედებისათის. მოწინააღმდეგის ჰაერში ბატონობის დომინირების უბრალოდ, ფაქტად მიჩნევა და საკუთარი შესაძლებლობის გაძლიერების ნაცვლად არაფრის კეთება ყოვლად გაუმართლებელი პოლიტიკაა.

ცნობილია, რომ “ცივი ომის” პერიოდში შვეიცარიამ მოახერხა შეექმნა სამოქალაქო თავდაცვის უნიკალური სისტემა, რომელიც მობილიზაციის შემდეგ 450 ათას მებრძოლს ითვლიდა და რომელიც ბირთვული ომისას მოახერხებდა მოსახლეობის 80 პროცენტის და ცხოვრების უზრუნველყოფის საშუალებების უდიდესი ნაწილის გადარჩენას. ამ სისტემის შექმნისას შვეიცარელებს თავში აზრად არ მოსვლიათ ეთქვათ: “ეეჰ ბირთვული ომია, მოწინაარმდეგეს არაბირთვულ შვეიცარიაზე ყოველთვის ექნება უპირატესობა და ამიტომ არაფრის გაკეთება არ არის საჭიროო”.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · 2008 წლის ომი და ოკუპაცია

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი