↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ქდესპანი

ქართულ დიპლომატიას დიდი სირთულეები ელის

pikaso22 2 წთ კითხვა 905 0 კომენტარი

ქართულ დიპლომატიას დიდი სირთულეები ელის

[სააგენტო GHN”]
”ქართულ დიპლომატიას დიდი სირთულეები ელის”, - ამის შესახებ განცხადება გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა. მისი ვრცელი ინტერვიუ დღეს გაზეთ ”24 საათშია” გამოქვეყნებული. ალასანია მიიჩნევს, რომ შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით აუცილებელია მიმდინარე სიტუაციის ანალიზი და ზუსტი შეფასება. - ”ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების ფარგლებში ოქტომბერში ჟენევაში დაგეგმილია მოლაპარაკებები, რომლისთვისაც აუცილებელია კომპეტენტურად მომზადება, გაეროსთან, ევროკავშირთან და ეუთოსთან, ასევე სხვა მხარეებთან აქტიური მუშაობის გატარება”, - აღნიშნა ალასანიამ.
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · მსოფლიო

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი