ბორის სოკოლოვი : წაგლეჯვა სუდეტურად
ბორის სოკოლოვი : წაგლეჯვა სუდეტურად
მისი სტატიის დაბეჭდვა გაზეთ "გაზეტას" მთავარი რედაქტორის დათხოვნის მიზეზი გახდა. ბორის სოკოლოვი კი უნივერსიტეტიდან, რექტორატზე ხელისუფლების ზეწოლის გამო გაანთავისუფლეს.
სოკოლოვის განმარტებით, უნივერსიტეტიდან მისი გაშვება უნივერსიტეტის რექტორს ვასილ ჟუკოვს,
პრეზიდენტ მედვედევის ადმინისტრაციიდან დარეკილმა ზარმა კატეგორიულად მოითხოვა. ამის შესახებ მას რექტორმა დეკანის საშუალებით აცნობა. დეკანმა კოლეგა პროფესორ ბორის სოკოლოვს გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა ნებაყოფილობით სთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იძულებული იქნებოდა თავად მიეღო გადაწყვეტილება მისი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ. სოკოლოვმა კოლეგას ანგარიში გაუწია და სამუშაოდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა.
"სამუშაოს დაკარგვაზე მეტად იმას განვიცდი, რომ 8 აგვისტოს შემდეგ რუსეთი სულ უფრო სწრაფად და მიზანმიმართულად ბრუნდება საბჭოთა ეპოქაში. ბევრს კი ჰქონდა იმედი, რომ "მედვედევის დათბობის" დრო დადგებოდა, მაგრამ აგვისტოში საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ ცხადი გახდა, რომ "მედვედევის ყინვები" დაიწყო." _აღნიშნავს უმუშევრად დარჩენილი კრემლის ოპონენტი, რუსი პროფესორი ბორის სოკოლოვი.
70 წელი გვაშორებს ავადსახსენებელ მიუნხენის შეთანხმებას, მიუხედავად ამისა უკანასკნელ პერიოდში სიტყვა "მიუნხენი" და "სუდეტები" ხშირად ხვდება გაზეთების ფურცლებზე. ეს შედეგია იმისა, რომ რუსეთი, ისევე როგორც 1930 წლებში გერმანია, "მუხლებიდან წამოდგა."
1938 წლის სექტემბერში ჰიტლერმა ღია შანტაჟით იძულებული გახადა ინგლისისა და საფრანგეთის ლიდერები, რომლებსაც არ სურდათ ომში ჩართვა, გერმანიას გადასცემოდა ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქი, რომელიც ძირითადად გერმანელი ეროვნების მოქალაქეებით იყო დასახლებული. ამის სანაცვლოდ ჰიტლერმა პირობა დადო, რომ ეს იქნებოდა მისი უკანასკნელი ტერიტორიული პრეტენზია ევროპაში და ასევე პირობას იძლეოდა, რომ იგი უზრუნველყოფდა დანარჩენი ჩეხოსლოვაკიის მთლიანობას. ამ პირობის გარანტიის ვადა ხანმოკლე აღმოჩნდა. ნახევარი წელიც არ იყო გასული, რომ 1939 წლის მარტში გერმანიამ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია ერთ დღეში განახორციელა.
გერმანიიდან სრულად იმართებოდა სუდეტელ-გერმანელთა პარტია კონრადი. გენლეინმა, რომელიც 3,5 მილიონ სუდეტელ გერმანელთა მხარდაჭერით სარგებლობდა, 1938 წლის 22 მაისს პრაქტიკულად პუტჩი განახორციელა და მუნიციპალური არჩევნები გადააქცია სუდეტის ოლქის გერმანიაზე მიერთების პლებისციტად. იმ დროისათვის ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ რიგი ღონისძიებები გაატარა საიმისოდ, რომ ეროვნულ კრებაში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში წარმოდგენილი ყოფილიყვნენ სუდეტელ გერმანელთა წარმომადგენლები. ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილებები, რომელიც სუდეტელ გერმანელებს მშობლიურ ენაზე განათლების უფლებას უზრუნველყოფდა. მაგრამ დათმობებმა კიდევ უფრო გაათამამა სეპარატისტები. პუტჩის ჩასახშობად პრაღამ სუდეტის ოლქში ჯარები შეიყვანა. ამის შემდეგ ინგლისის შუამავლობით სასწრაფოდ დაიწყო მოლაპარაკებები გენლეინის პარტიასა და ჩეხოსლოვაკიის მთავრობას შორის. ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი ედუარდ ბენეში 5 სექტემბერს ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში სუდეტებისათვის ავტონომიის სტატუსის მინიჭებას დათანხმდა.
12 სექტემბერს ნიუნბერგში პარტიულ ყრილობაზე გამოსვლისას ჰიტლერი პრაღას პირდაპირ დაემუქრა : "ღმერთს 7 მილიონი ჩეხი 3 მილიონ ნახევარი სუდეტელი გერმანელის დასაჩაგრავად არ შეუქმნია" და გააფრთხილა, რომ "დაჩაგრული სუდეტელი გერმანელების ზურგს უკან, შეიარაღებული გერმანელი ერი დგას".
ამ განცხადებამ პროვოცირება გაუკეთა სუდეტელ გერმანელთა აჯანყების დაწყებას, რომლის შემდეგაც ჩეხოსლოვაკიის მთავრობა იძულებული გახდა ოლქში სამხედრო მდგომარეობა გამოეცხადებინა. საპასუხოდ გენლეინმა პრაღას სუდეტიდან ჩეხოსლოვაკიის ჯარების გაყვანის ულტიმატუმი წაუყენა. ულტიმატუმი ასევე სამხედრო მდგომარეობის გაუქმებას და საპოლიციო ფუნქციების ადგილობრივი ორგანოებისათვის გადაცემას ითვალისწინებდა. ჰიტლერი ბერლინში ინგლისის ელჩს დაემუქრა, რომ გენლეინის ულტიმატუმის მიუღებლობის შემთხვევაში ომი დაიწყებოდა.
ანალოგიური ულტიმატუმი პრაღას ბერლინმაც წაუყენა და სუდეტების დატოვება 28 სექტემბერის 2 საათისათვის მოითხოვა და ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში საომარი მოქმედებების დაწყებით დაემუქრა. ამასთან დაკავშირებით ჰიტლერმა განაცხადა _ "მე ბენეშს ჩემი პირობები წავუყენე, მას მარტო მათი შესრულება დარჩენია, მითუმეტეს, რომ მან ეს პირობები უკვე მიიღო. მშვიდობა იქნება თუ ომი, ეს უკვე მასზეა დამოკიდებული. მან უნდა მიიღოს ჩვენი პირობები, მისცეს თავისუფლება გერმანელებს. თუ ასე არ მოხდა, გერმანელები თავისუფლებას თავად მოიპოვებენ. მე გერმანელ ჯარისკაცთა პირველ რიგებში ვიქნები".
29 სექტემბერს მუსოლინის წინადადებით მიუნხენში სუდეტის კრიზისის მოსაწესრიგებლად მოლაპარაკებები დაიწყო. ჩეხოსლოვაკიის დელეგაცია მიუნხენში მხოლოდ წამყვანი ქვეყნების მიერ შემუშავებული პირობების გასაცნობად მიიწვიეს. მიუნხენის დეკლარაციას ხელი ჩემბერლენმა, დალადიემ, მუსოლინმა და ჰიტლერმა 30 სექტემბრის დილის 5 საათზე მოაწერეს. მეორე დღეს გერმანიის ჯარებმა წინააღმდეგობის გაწევის გარეშე სუდეტები დაიკავეს. შემდეგ სუდეტის ლაშქრობას "ყვავილოვანი ომი" ეწოდა, ვინაიდან სუდეტებში შესულ გერმანელ ჯარისკაცებს სუდეტელები თავის განმათავისუფლებელებს ყვავილებს ესროდნენ. ხომ არ გაგონებთ ეს სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში შესული რუსული ჯარებისა და ოსი და აფხაზი ეროვნების მოქალაქეების აღფრთოვანებული შეხვედრის სცენებს?
1938 წლის 5 ოქტომბერს სუდეტების გერმანიისათვის მიერთებისადმი მიძღვნილ ბერლინის "სპორტპალასტში" გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე ჰიტლერმა განაცხადა _ "ჩვენ ისტორიის შემობრუნების მნიშვნელოვანი ფაქტის მოწმენი ვართ. 20 წლის წინ ჩვენ თითქოს გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავით, მაგრამ შევინარჩუნეთ გერმანიის რწმენა და არასოდეს გვითქვამს უარი გერმანულ სულზე და იმის უფლებაზე, რომ გვეცხოვრა როგორც გერმანელებს. ჩვენ ყველა ვცხოვრობთ ლოზუნგით _ ჩვენ მსოფლიოში არავინ არ დაგვეხმარება, თუ ჩვენ, ჩვენს თავს არ დავეხმარეთ. მე ახალახანს ვიყავი განთავისუფლებულ რაიონებში და ჩემზე ორმა რამემ მოახდინა შთაბეჭდილება. მე სიხარულისა და ენთუზიაზმის გამოხატვა ხშირად მინახავს, მაგრამ აქ მე პირველად ვნახე სიხარულის ცრემლებით სავსე ადამიანების თვალები. იმავდროულად მე ვნახე გამაოგნებელი უბედურება. როცა ინგლისში დაფ კუპერი და ბატონი იდენი ამტკიცებენ, რომ ჩეხების მიმართ უსამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ამ ხალხმა თავისი თვალით უნდა ნახოს ის, რაც იქ მოხდა. როგორ შეიძლება სიმართლის ასე დამახინჯება. მე იქ ვნახე შიმშილისაგან სასოწარკვეთილი და დანგრეული მთელი სოფლები და ქალაქები. ჩემო თანამემამულეებო, თქვენ მოგიწევთ ჩვენი ღირსების დაცვა! . . მოგვიანებით ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ 1938 წელი გერმანიისათვის იყო დიდი და პატივსაცემი გერმანელი ნაციის სტატუსის დაბრუნების დასაწყისი".
სამხრეთ ოსეთის გამო საქართველოსთან არსებულ კონფლიქტებზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ჰიტლერის მსგავსი რიტორიკა გამოიყენა. მის მიერ გაკეთებული განცხადებები პრეზიდენტის საიტიდანაა აღებული.
"ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ ჩვენ პატივს გვცემდნენ. პატივს სცემდნენ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს, ჩვენს ფასეულობებს. . . ახლა სამხრეთ ოსეთში კვდებიან მშვიდობიანი ადამიანები, ქალები, ბავშვები, მოხუცები და მათი უმრავლესობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან. რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციისა და ფედერალური კანონმდებლობის შესაბამისად მე როგორც რუსეთის პრეზიდენტი ვალდებული ვარ დავიცვა რუსეთის მოქალაქეების ღირსება, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი".
9 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი ამტკიცებდა _ "სამხრეთ ოსეთში რუსეთის ამოცანა ჰუმანიტარული კატასტროფის შედეგების დაძლევაა". მეორე დღეს პრემიერ-მინისტრი პუტინი პრეზიდენტს აწვდიდა ინფორმაციას ( ან მითითებას აძლევდა) სამხრეთ ოსეთში მისი ვიზიტის შესახებ : "გულწრფელად ვამბობ, ძალიან მძიმე განცდებში ვარ. უპირველეს ყოვლისა ადამიანები რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ეს ძირითადად ქალები, ასაკოვანი ხალხი და ბავშვებია. მათ მრავალი ტრაგედია გადაიტანეს. მათ ახლა უჭირთ. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მათ მიერ მონათხრობი საომარო მოქმედებების ეპიზოდები. ის რაც მათგან მოვისმინე, სამხედრო მოქმედებების წარმოების ყოველგვარ ზღავარს სცილდება. ჩემი აზრით, ადგილი აქვს ოსი ხალხის წინააღმდეგ რაღაც გენოციდის ელემენტების მსგავს მოვლენებს. დიმიტრი ანატოლის ძევ, იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ძირითადად რუსეთის მოქალაქეები არიან, თუ თქვენ დაავალებთ სამხედრო პროკურატურას განხორციელებული მოქმედებების დოკუმენტირებას. . . ის რაც დღეს მე დევნილებისაგან მოვისმინე – ეს რა თქმა უნდა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი აშკარა დანაშაულია. მნიშვნელოვნად დაზიანებულია ცხინვალისა და მის ახლოს მდებარე დასახლებების საცხოვრებელი ფართის ფოდნი, იქ პრაქტუკულად ყველაფერი განადგურებულია.
თვალში საცემია ის, თუ როგორ უთითებს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს მან. ის უყოყმანოდ თანხმდება. პუტინს ისეთივე შთაბეჭდილებები აქვს, როგორც სუდეტის მონახულების შემდეგ ჰიტლერს, სადაც სხვათა შორის სერიოზულ ნგრევას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან საბრძოლო მოქმედებები პრაღის მთავრობას არ უწარმოებია. პრემიერ-მინისტრს არ ჩამორჩა პრეზიდენტიც, რომელმაც საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს ბასტრიკინს უთხრა _ "ის მონაცემები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ იმაზე მეტყველებენ, რომ ჩადენილია უმძიმესი დანაშაული : ხალხს კლავდნენ, წვავდნენ, ტანკებით ანადგურებდნენ, ყელს ჭრიდნენ."
დიმიტრი მედვედევს მიუნხენის შეთანხმების იუბილის წინ არ დავიწყებია 70 წლის წინანდელი მოვლენის გახსენებაც : "რუსეთი ისტორიულად კავკასიელი ხალხების უსაფრთხოების გარანტორია. ეს ჩვენი მისია და ვალია. ჩვენ ამ რეგიონში არასდროს არ ვიყავით პასიური დამკვირებელი და არც არასოდეს არ ვიქნებით. საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, რომელმაც აგრესიული მოქმედებები დაიწყო, მე ვაცხადებდი, ჩვენ მათ წინააღმდეგ გაეროს წესდებით გათვალისწინებულ, მშვიდობის იძულების ტაქტიკას გამოვიყენებთ. ასეთი ტაქტიკის გამოყენებას აბსოლუტურად ეფექტურად და შესაძლებლობად მივიჩნევთ. შეგახსენებთ, რომ ისტორიაში იყო აგრესორის დაშოშმინების მაგალითები. სხვათა შორის ამით იყვნენ დაკავებული დასავლეთის ქვეყნები 70 წლის წინ. თქვენ იცით ეს როგორი ტრაგედიით დასრულდა. მე მხედველობაში უპირველეს ყოვლისა მაქვს 1938 წლის მიუნხენის ხელშეკრულების გაკვეთილები. ყველაფერი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული და ჩვენს ძალებშია, ჩვენ გავაკეთებთ. რუსეთი თავის თანამემამულეებს განსაცდელში არ დატოვებს და შეეცდება სიტუაციის ნორმალიზაციას".
რუსეთის პრეზიდენტი არც დაფიქრებულა იმაზე, რომ ნებსით თუ უნებლიეთ მან თავისი მოქმედებები სუდეტის კრიზისის დროს ჰიტლერის მოქმედებას შეადარა. ფაქტობრივად მან აღიარა, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსია 8 აგვისტომდე ბევრად ადრე რუსეთის მიერ განხორციელებული უკვე იყო. სამხრეთ ოსეთში წარმატებული ოპერაციის ჩატარებისათვის სამხედრომოსამსახურეების დაჯილდოვებისას მედვედევმა თქვა, რომ "თავისი მოქალაქეების დასაცავად რუსეთმა უკანასკნელ წლებში პირველად, თავისი მოქალაქეები გარედან თავდასხმისაგან დაიცვა". გამოდის, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებების დაწყებამდე სამხრეთ ოსეთს რუსეთის ტერიტორიად და არა საქართველოს ნაწილად განიხილავდა.
პრეზიდენტმა მედვედევმა ისიც კი ბრძანა, რომ "ისტორიაში არ მოიძებნება იმის მაგალითები, რომ რუსეთის სახელმწიფოს, საბჭოთა სახელმწოფოს და რუსეთის თანამედროვე სახელმწიფოს პირველს დაეწყოს სამხედრო მოქმედებები". ეს მაშინ, როცა მარტო საბჭოთა კავშირს შეიძლება გაუხსენო აგრესიის უდავო აქტები : 1939-1940 წლებში ფინეთის წინააღმდეგ, 1956 წელს უნგრეთში, ხოლო 1979 წელს ავღანეთში შეჭრა.
რუსეთისა და საქართველოს შესარიგებლად მოსკოვში ჩამოსულ საფრანგეთის პრეზიდენტს მედვედევმა ფამილიალურად განუცხადა: "ნიკოლა, შენ სწორად მოიქეცი, რომ ჩამოდი. მე შენ გუშინ სატელეფონო საუბრისას გითხარი, მხოლოდ ის აღწევს წარმატებას, ვინც აქტიურ პოზიციას იკავებს". სუდეტის კრიზის დროს ჰიტლერსაც "აქტიურ პოზიცია ეკავა." თუმცა მისთვის და სუდეტელი გერმანელებისათვის მოგება მოკლევადიანი აღმოჩნდა. სუდეტელი გერმანელებისათვის ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა. ომის დასრულების შემდეგ სუდეტელი გერმანელები სუდეტიდან გერმანიაში ძალის გამოყენებით იქნენ დეპორტირებული.
კიდევ უფრო ტრაგიკული აღმოჩნდა აგრესორის მიმართ ინგლისისა და საფრანგეთის მიერ წარმოებული დათმობების პოლიტიკა, რომლის კულმინაცია იყო მიუნხენი. მიუნხენის შეთანხმებამ ჰიტლერს მეორე მსოფლიო იმის გაჩაღებისათვის ხელფერი გაუხსნა. თუმცა ამაში თავისი არანაკლები როლი სტალინმაც ითამაშა.
ისღა დაგვრჩენია იმედი ვიქონიოთ, რომ ევროპა დღეს, 70 წლის წინანდელ შეცდომას არ დაუშვებს.
მასალა მოამზადა კობა ბენდელიანმა