↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Გდესპანი

გოგა ხაინდრავა პარიზშია და საფრანგეთის ხელისუფლებას, სავარაუდოდ, პოლიტიკურ თავშესაფარს მოსთხოვს

pikaso22 1 წთ კითხვა 951 0 კომენტარი

გოგა ხაინდრავა პარიზშია და საფრანგეთის ხელისუფლებას, სავარაუდოდ, პოლიტიკურ თავშესაფარს მოსთხოვს

[საინფორმაციო სააგენტო ”ფაქტი”]
როგორც საინფორმაციო სააგენტო ”ფაქტისთვის” გახდა ცნობილი, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გოგა ხაინდრავა ამჟამად საფრანგეთში იმყოფება.

საფრანგეთიდან ექსკლუზიურად მიღებული ცნობის თანახმად, გოგა ხაინდრავა პარიზში, თავის ერთ-ერთ კოლეგას სტუმრობს. ხაინდრავას გრძელვადიანი ვიზა აქვს, თუმცა ამ ეტაპზე თავშესაფარის მოთხოვნას არ ჩქარობს.

- ”საქართველოდან იმიტომ წამოვედი, რომ მე და ჩემს შვილს მიდმივად გვითვალთვალებდნენ და გვემუქრებოდნენ,” - აცხადებს გოგა ხაინდრავა, თუმცა არაა გამორიცხული, რომ გოგა ხაინდრავამ საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს.

პარიზიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გოგა ხაინდრავა საფრანგეთში, შვილთან ერთად იმყოფება.

შეგახსენებთ: გოგა ხაინდრავამ საქართველო რამდენიმე დღის წინ დატოვა და საფრანგეთში, როგორც “ფაქტისთვის” გახდა ცნობილი, რიგიდან ჩავიდა.

http://presa.ge/index.php?text=news&i=4218
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · მსოფლიო

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი