თემურ იაკობაშვილი: თუ დეკემბერში მეპ-ს ვერ მივიღებთ, კატასტროფული არაფერი იქნება

რუსი ოკუპანტები ირწმუნებიან, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ შემუშავებული გეგმის მოთხოვნებს შეასრულებენ და საქართველოს ტერიტორიას დათქმულ ვადაში დატოვებენ, თუმცა სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილი რუსბეის 7 აგვისტომდე პოზიციებზე დაბრუნებას ნაკლებად ელოდება. იაკობაშვილი მიიჩნევს, რომ რუსები ბოლომდე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას, უფრო კონკრეტულად, _ ახალგორს არ დატოვებენ, მის შენარჩუნებას შეეცდებიან და ამ რაიონით ივაჭრებენ. “ფაქტთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში თემურ იაკობაშვილი პასუხს საზოგადოებაში ხელისუფოების მისამართით გაჩენილ კითხვებზეც პასუხობს._ ბატონო თემურ, საქართველო კრიზისული მდგომარეობიდან, თქვენი აზრით, როგორ შეიძლება გამოვიდეს?
_ იმისთვის, რომ კრიზისული მდგომარეობიდან გამოვიდეთ, პირველ რიგში, არ უნდა გვქონდეს მიუნჰაუზენობის სურვილი და წუმპედან ჩვენ თვითონ უნდა ამოვძვრეთ. ამისთვის კოლექტიური ძალისხმევაა საჭირო, არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ, _ ქვეყნის გარეთაც. საქართველოს სერიოზული საერთაშორისო დახმარება სჭირდება. თუ საერთაშორისო დახმარება გვექნება, რომელიც ჩემი დაკვირვებით, არის კიდეც, მაშინ ამ კრიზისს თავს დავაღწევთ. საერთაშორისო დახმარება სამ ნაწილში _ პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ საკითხებშია მნიშვნელოვანი. სამივე დახმარებას სხვადასხვანაირი დოზით ვიღებთ. გულწრფელად ვამბობ, არ მეგონა, თუ ასე სწრაფად ჩამოვიდოდნენ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლები და რუსეთის მისამართით პოლიტიკურ ზეწოლას განახორციელებდნენ. თუმცა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, საქმე მაინც რთულადაა. ეს ისეთ კონკრეტულ საკითხს უკავშირდება, როგორიც ნატო-ში გაწევრიანებაა. საქართველოს ნატოში შესვლის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ სვამს, მაგრამ კამათი მეთოდოლოგიასა და დროზე მიმდინარეობს.
_ როგორ ფიქრობთ, აგვისტოს მოვლენების შემდეგ ნატო-ს სამოქმედო გეგმის მიღება დროში კიდევ უფრო ხომ არ გაიწელება?
_ მეპ-ის მიღება ძალიან არ გაჭიანურდება. ახლა ნატო-ს სამოქმედო გეგმის მიღება უფრო ტექნიკური საკითხია, ვიდრე _ პოლიტიკური თემა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სახელმწიფო საკუთარი უსაფრთხოების სისტემის გადახედვას აწარმოებს, ჩემი აზრით, მეპ-ის მიღება სწორედ ახლა იქნებოდა კარგი, რადგან მასთან შესაბამისობაში დავაშენებდით ჩვენი უსაფრთხოების სისტემას.
მგონია, რომ მეპ-ის მიღების შანსები დიდია, მაგრამ არა _ 100%-ანი. ვფიქრობ, დეკემბერში რომ ვერ მივიღოთ მეპ-ი, კატასტროფული არაფერი იქნება. ჩემი აზრით, ისეთ პროცესებში ვართ შესული, რომ ჩვენი უკან შემობრუნება ვეღარ მოხდება, ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებაზე უარის თქმას ვგულისხმობ.
დღევანდელი რუსეთის ფასიანი ქაღალდება გაუფასურდა, რამდენიც უნდა იძახონ, არაო, საერთაშორისო დონეზე იზოლირებულნი არიან და ეს ძალიანაც ედარდებათ. რუსეთის სამხედრო სისუსტე მთელმა მსოფლიომ დაინახა, ანუ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ისე ყოჩაღად ვეღარ არის, როგორც ადრე იყო. მე მისთვის ცუდი კი არ მინდა, არამედ მსურს, რომ რუსეთის ფედერაცია ნორმალური სახელმწიფო იყოს და მეზობლებს არ ერჩოდეს. ვფიქრობ, რუსების დაღმა სვლა კიდევ უფრო გაგრძელდება. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოსთან გამართულმა ავანტიურისტულმა ომმა რუსეთს უზარმაზარი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ზარალი მოუტანა.
_ ბევრს საუბრობთ იმაზე, თუ რა ზიანი მიადგა რუსეთს, მაგრამ რა ზიანი მიადგა საქართველოს? სხვათა შორის, ამ თემაზე ნაკლებად საუბრის გამო ხელისუფლებას ხშირად გსაყვედურობენ...
_ რატომ ვლაპარაკობთ, პირველ რიგში, რუსეთის ზარალზე? იმიტომ, რომ რუსეთი ოკუპანტია და ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. იქიდან ის არ წავა, სანამ არ დაძაბუნდება. ამიტომ, ვლაპარაკობ რუსეთის დაუძლურებაზე. ოკუპანტზე გვაქვს ლაპარაკი, რომელსაც ჩვენი ორი ტერიტორია აქვს დაპყრობილი. რატომ არ ვლაპარაკობთ საკუთარ ზარალზე? ვინ თქვა, რომ არ ვლაპარაკობთ? ჩვენ, დიახაც, ვლაპარაკობთ საკუთარ ზარალზე, ღიად გამოვაქვეყნეთ სიები დაღუპულების, უგზო-უკვლოდ დაკარგულებისა და თუ ვინმეს სხვა მონაცმებიც აქვს, მოვიდეს და თქვას. ჩვენ დავითვალეთ ეკონომიკური ზარალი საერთაშორისო ორგანზციების მეშვეობით, დავდეთ კონკრეტული ციფრები, რამდენი სჭირდება საქართველოს იმისთვის, რომ უშუალო ზარალი გამოასწოროს, ნორმალურად შეძლოს განვითარება, ანუ ყველაფერი დათვლილი და გამოქვეყნებულია და თუ ვინმეს აინტერესებს წაკითხვა, მოვიდეს ჩემთან და მივცემ, თუ არადა, გაზეთებშიც წერია, გარდა ამისა, ამ ინფორმაციის მიღება სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკშიცაა შესაძლებელია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის მილიარდიანი და ევროკავშირის ნახევარმილიარდიანი დახმარება. ჩვენი პრიორიტეტებიც არასოდეს დაგვიფარავს: ლტოლვილების დაბინავება, მათი ნორმალურ საცხოვრებელ პირობებში ჩაყენება, ინფრასტრუქტურული ზიანის აღდგენა, ეს იქნება გზა ხიდი თუ ა.შ. წარმოადგენს. ეს არის საკმაოდ აქტიური დიპლომატია იმისთვის, რომ განვდევნოთ რუსი ოკუპანტები საქართველოს ტერიტორიიდან და, საერთოდ, ეს არის გათავისუფლება საქართველოსი ყველანაირი რჯულის ოკუპანტისაგან, ყველა ადამიანი თავის სახლს უნდა დაუბრუნდეს.
_ ერთი შეხედვით, რუსი სამხედრო ოკუპანტები ევროკავშირის მოთხოვნასა და სარკოზის გეგმას ასრულებენ და საქართველოს ტერიტორიას ტოვებენ, თუმცა გადაჭრით რამის თქმა მაინც, ალბათ, ძნელია. თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები?
_ პროვოკაციების ხარისხი 10 ოქტომბრამდე ძალიან მაღალია, ყოველდღე რაღაცები ხდება. საბედნიეროდ, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ და ვცდილობთ, არ წამოვეგოთ რუსების პროვოკაციებს. არ მჯერა, რომ რუსები ბოლომდე გავლენ 10 რიცხვისთვის ე.წ. ბუფერული ზონებიდან. ისინი მაინც დარჩებიან იმ ტერიტორიერბზე, სადაც არ უნდა იყვნენ, მაგალითად, ახალგორის რაიონში. ახალგორს სავაჭროდ დაიტოვებენ, შეხედავენ, ზამთარში თუ როგორმე შეინახეს ახალგორი, მის შეინარჩუნებას დაიწყებენ, თუ ვერ შეინარჩუნეს, რაღაცას გადმოგვიგდებენ. უფრო სერიოზული თემა იქნება შიგნით, კონფლიქტის ზონაში შესვლა ევროპელი და ეუთო-ს დამკვირვებლების, რაც დიპლომატიური ბრძოლის საკითხებია და ვფიქრობ, რომ ნამდვილი დიპლომატირი ბრძოლები წინ არის.
_ ბატონო თემურ, საქართველოს ხელისუფლებამ იცოდა, რომ რუსეთი ჩვენს პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა, ამის შესახებ ხშირად აფრთხილებდით დასავლეთსაც, მიუხედავად ამისა, რატომ მოხდა აგვისტოს მოვლენები, რუსეთთან ომში რატომ ჩავებით?
_ როცა ვეკითხებით იმ ხალხს, რომლებიც ამას გვსაყვედურობენ, რა უნდა გაგვეკეთებინა, როდესაც ჩვენს სოფლებს ბომბავდნენ, თუ არა ის, რაც გავაკეთეთ, პასუხი არ აქვთ. საერთაშორისო თანამეგობრობის ელჩები, რომლებიც ამას გვეუბნებოდნენ, 5 აგვისტოს საქართველოში ჩამოვიყვანეთ, ვაჩვენეთ, როგორ უმოწყალოდ იბომბებოდა ქართული სოფლები და დახმარება ვთხოვეთ. მაშინ, როცა შენს ქვეყანს იპყრობენ, ვალდებული ხარ, რაღაც მოიმოქმედო, გარდა იმისა, რომ დასავლეთსა თუ აღმოსავლეთში წახვიდე და იწუწუნო. საქართველოს ხელისუფლება არჩევანის წინაშე იდგა _ ან ჩვენ 1921 წელი უნდა გაგვემეორებინა, როდესაც არსენალები სავსე იყო იარაღით და ჩვენ წინააღმდეგობა არ გავწიეთ, ან გაგვეწია წინააღმდეგობა და შეგვეჩერებინა მტერი იმდენი ხნით მაინც, რამდენიც ქვეყნების ჩართვას დასჭირდებოდა საქართველოს რუსეთისგან დასაცავად. სამწუხაროდ, ძვირი დაგვიჯდა ყველაფერი ეს. ჩვენთვის ყოველი სახლი, რომელიც დაინგრა და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაიღუპა, სამწუხაროა. ძალიან ვწუხვართ, რომ განხორციელდა ნგრევები არა მარტო კონფლიქტურ ზონაში, არამედ დანარჩენ საქართველოშიც. სიტუაციას რომ რეალურად შევხედოთ, რა უნდა მოემოქმედებინა საქართველოს ხელისუფლებას? დასავლეთი ხომ ვნახეთ, რომ არ აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, ფორმატში, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის სამხედრო პასუხი გაეცა? არც არავის ჰქონდა ამის ილუზია. ერთია, საგარეო პოლიტიკა და მეორეა _ ვალდებულებები ჩვენი მოსახლეობის წინაშე. ჩვენ რომ არ დაგვეცვა თავი, მტერი უკვე თბილისსა და სხვა ქალაქებშიც იქნებოდა, ეს ძალიან ცალსახაა. ოკუპანტები რომ თბილისში არ მოხვდნენ, ჩვენი ბიჭების დამსახურება იყო, რომლებიც იქ დაიღუპნენ. რუსეთმა ამ აგრესიისგან ჩხალთა და ქურთა მიიღო, მაგრამ ჩვენ იმასაც დავიბრუნებთ. არაფერს შევარჩენთ. მინდა, გითხრათ, თუნდაც დიპლომატიურ დონეზე, აღარავინ აღარ ამბობს, რომ რუსეთი მშვიდობისმყოფელი, მიუკერძოებელი მხარეა. ახლა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა, რუსეთი აგრესორი და კონფლიქტის მონაწილეა. ადრე რუსეთის ნამდვილი სახე არ ჩანდა.
_ ხშირად ამბობენ, რომ აგვისტოს ომში ქართველი ბიჭები ტყუილად დაიღუპნენო...
_ ტყულა იქ არავინ დაღუპულა. ტყუილად დაიღუპებოდნენ მაშინ, თუ ჩვენ გავიქცეოდით ემიგრაციაში და ბიჭებს მტერს შევატოვებდით სასაკლაოზე. არც ერთ ჩვენგანს ფეხი არ მოუცვლია საქართველოდან. რომ ჭორაობენ, მინისტრები გაიქცნენო, მანახონ, ვინ გაიქცა? მე მქონდა მოლანდებები თუ როგორ იყო? მე ვარ მინისტრთა კაბინეტში და ყველა მინისტრი ჩვენს გვერდში იდგა, გაქცეული არავინ მინახავს. ვინ გაიქცა, მეც მითხრან და ხელს აღარ ჩამოვართმევ. ჩემი ოჯახიც თბილისში იყო, არსად არ გამიხიზნია. თუ იქნებოდა სიკვდილი, ყველანი ერთად შევხვდებოდით საკუთარ კაბინეტებში ან მტერთან ომში და არა _ შვეიცარიაში ან ბაქოში, ან კიდევ რომელიმე სხვა ქვეყანაში.
_ სხვათა შორის, ხელისუფლებას ხშირად იმის გამოც აკრიტიკებენ, რომ საკუთარ შეცდომებზე პრაქტიკულად არ ლაპარაკობს. ბატონო თემურ, თქვენი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ რა შეცდომები დაუშვა აგვისტოს დროს განვითარებულ მოვლენებში?
_ შეცდომებზე კომისია ილაპარაკებს, თუმცა გამოჩნდა თემები, რომლებმაც ისე არ იმუშავა, როგორც უნდა ემუშავა, მაგალითად, რეზერვისტები. ამაზე სერიოზულად მიდის მსჯელობა, ის ხალხი, რომელიც ამას ხელმძღვანელობდა, მოხსნილი, დათხოვნილია სამსახურიდან, იქ კიდევ ბევრი რაღაცის ძიება მიმდინარეობს. იცით, როგორ არის? ომი ძალიან ჰგავს საზამთროს, სანამ არ გაჭრი, არ იცი, შიგნით რა არის. არ იცი, რომელი ოფიცერი ვარგა, რომელი _ არა. იყო ხალხი, რომელმაც სამაგალითო გმირობა აჩვენა და არ მოველოდით, იყო პირიქითაც, მოველოდით მათგან მამაცურ ქმედებებს, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩემთვის მართლა აღმოჩენა იყო იმ მამაოების საქციელი, რომლებმაც არნახული გმირობა ჩაიდინეს გორში. ძალიან მეამაყება, რომ სანამ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია მოვიდოდა და რამეს გააკეთებდა, საპატრიარქომ მოახერხა კონფლიქტის ზონაში შესვლა, დაჭრილების გამოყვანა და დახოცილების გადმოსვენება.
ომის პერიოდთან დაკავშირებით ძალიან ბევრნაირი შემთხვევა შემიძლია გითხრათ. იქ იყვნენ ჩეჩნები, რომლებიც ქართველებს დაეხმარნენ გამოსვლაში, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას თავები მოაჭრეს. ომის შედეგად ბევრი რაღაც გამოჩნდა, ქვეყნის შიგნითაც, ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც. ყველაზე ბრძენი ხალხია და ის შეაფასებს, ვინ სად იყო და როგორ იყო. მთავარია, რომ მტერმა დაინახა ერის ერთიანობა. მე მეამაყება, რომ ამ ერის შვილი ვარ. ჩვენი ერთიანობა რომ არ ყოფილიყო, მტერი ძალიან ადვილად დაგვამარცხებდა. გათვლა რაზე იყო? მოადგებოდნენ თბილისს, აჯანყდებოდა მეხუთე კოლონა და გარეთ გამოცვივდებოდნენ და ა.შ. ამის შემდეგ რუსეთის ტანკები არხეინად შემოვიდოდნენ დედაქალაქში. თუმცა, ოკუპანტებმა დაინახეს, რომ ტანკები არხეინად თბილისში ვერ შემოვლენ. ეს მარტო ხელისუფლების კი არა, არამედ მთლიანად ერის დამსახურება იყო, რომელმაც ერთიანობა აჩვენა, ზუსტად იმ მიტინგზე, რომელსაც რატომღაც ტაშ-ფანდური დაარქვეს. ეს ტაშ-ფანდური კი არ იყო, არამედ ქართველმა მოსახლეობამ რუსეთს დაანახა, რომ ასე ადვილად თბილისს და, საერთოდ, საქართველოს ვერ აიღებდნენ.
_ რუსეთში მცხოვრები ქართველები აცხადებენ, აქ ისეთი განწყობაა, რომ უკან დახევას არ აპირებენო. თუ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა საქართველოს ტერიტორია არ დატოვეს, რა იქნება?
_ რუსის ჯარი აუცილებლად გავა. რაც შეეხება რუსულ განწყობებს, ის კარგად ორგანიზებული პროპაგანდის შედეგია. ჩვენ რატომ გავთიშეთ რუსეთის ტელევიზია? იმიტომ, რომ ეს ერთ-ერთი ბრძოლის ინსტრუმენტი იყო. რუსულ ტელევიზიას კაცის მკვლელები, ორსული ქალების გამომფატრავები გამოჰყავდა. დღეს რომ ჰკითხო რუსეთის უბრალო მოქალაქეს, შესაძლოა, გულწრფელად სჯეროდეს, რომ ოსებს ვჩაგრავდით, ძალიან ბევრ ცუდ საქცილეს ჩავდიოდით და ა.შ. ადრე თუU გვიან, მთელი სიმართლე ითქმევა _ რამდენი კაცი დაეღუპა რუსეთს, როგორ “იჩალიჩეს” ოკუპანტებმა ეს ომი, კოკოითი როგორ გაიპარა და შეატოვა ომს ხალხი, სინამდვილეში, ვინ ვის ესროდა, რუსი გენერალი, 58-ე არმიის მეთაური როგორ დაიჭრა და ჟურნალისტებთან ერთად გარბოდა ბრძოლიდან. მოკლედ, ახლა რომ ყველანი გმირები არიან, მომავალში ყველაფერი გაირკვევა! ბევრი რამ ჯერ თვითონ რუსეთის უბრალო მოქალაქეებმაც არ იციან იმიტომ, რომ მუშაობს კლასიკური, კარგად დაგეგმილი პროპაგანდა, რომლის კეთებაც კა-გე-ბეში ძალიან კარგად იციან. ამასწინათ ვნახე ფილმი, რუსული რიმეიკი იყო შვარცნეგერის ერთ-ერთი ფილმის. შვარცნეგერის შემთხვევაში თუ საუბარია უბრალო ბანდიტებზე, ამ შემთხვევაში, რუსებმა ეთნიკური კუთვნილება გაუკეთეს ამ ბანდიტებს და ესენი იყვნენ ლატვიელები, ქართვლები, ევროპელები, ამერიკელები და ა.შ. ეს არის პროპაგანდის ჩვეულებრივი მეთოდი, რომელიც სამწუხაროდ, კარგად მუშაობს.
_ ბატონო თემურ, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაში დიდ როლს თამაშობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, თუმცა გაერო-ს მისამრთით არაერთხელ გამოითქვა მკაცრი კრიტიკა, რომ ის არაქმედითუნარიანი ორგანოა. თქვენ როგორ აფასებთ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობას?
_ ჩვენ ახალ რეალობაში ვიმყოფებით და ახლა მთავარია, განხორცილედეს არა მარტო საუბრები, არამედ, _ კონკრეტული ფაქტები და ნაბიჯები. გაერო-ს მანდატი 15 აგვისტოს იწურება, ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ გაერო რაღაცა ფორმით შევინარჩუნოთ, არსებული ფორმატით მასთან ურთიერთობა ვეღარ მოხდება, ახლა კონკრეტულად არ ვისაუბრებ, რადგან ამაზე საფიქრალია. რუსეთი ცდილობს ამ მანდატებით, მათ შორის, გაერო-ს მანდატით მანიპულირებას, ამიტომ ვამბობ, რომ ახლა საერთაშორისო ძალისხმევაა საჭირო, რათა რუსეთს არ გაუვიდეს თავისი “ფოკუსები”. სწორედ აღნიშნული საკითხები შევა მომავალ წლებში ჩვენს სტრატეგიული გეგმებში; უფრო კონკრეტულად, მასში იქნება _ რუსების გაყვანა, ქვეყნის დეოკუპაცია, ნატო-სთან დაკავაშირებული საკითხები და ა.შ., ყველაფერ ამას კი წლის ბოლომდე ჩაეყრება საფუძველი. ძალიან მძიმე პერიოდია, ბევრ მუშაობას მოითხოვს. ჩვენი უწყება აპირებს, ასეთი ტრადიცია გვაქვს, შევკრებთ ყველა იმ ადამიანს ვისაც ჭკუა ეკითხება ამ სფეროში. ჩვენ გულახდილად გვინდა დავილაპარაკოთ მათთან და მათგან მოვისმინოთ, რისი გაკეთება სჯობს და როგორ.
_ თქვენი აზრით, წლების შემდეგ როგორ შეფასდება ეს მოვლენები?
_ შეფასდება ისე, როგორც ახლა შეფასდა. საქართველომ აჩვენა გამძლეობის უზარმაზარი ხარისხი. შეფასდება, როგორც რუსეთის მხრიდან განხორცილებული აგრესია და ოკუპაცია, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება დეოკუპაცია. ჯერ არ მინახავს, რუსის ჯარს დაეპყროს ტერიტორია და მერე იქიდან არ წასულიყო. ჩვენი საქმეა, რომ დროზე გავუშვათ ისინი სახლში.
ესაუბრა ფიქრია ჭალიძე
www.fact.ge