საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი: თუ მსოფლიო მწვანე შუქს მისცემს სეპარატიზმის გამოვლინებას, იგი მთელ მსოფლიოს დაშლის და დაანგრევს
| [”ინტერპრესნიუსი”] სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სეპარატიზმის გამოვლინების მხრივ მსოფლიოსთვის დიდ საფრთხეს ხედავს. ამის შესახებ პატრიარქმა სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” საერთაშორისო სამშვიდობო ფორუმზე ბრძანა, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს მთავარ გამოწვევებსა და ცივილიზაციათა დიალოგს ეძღვნება. პატრიარქმა ფორუმის მონაწილეებს წმიდა მოციქულის, იოანე მახარებლის ხსენების დღე მიულოცა და მსოფლიოს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. - ”მსოფლიოში არასტაბილური მდგომარეობის გამო, მსგავსი სიმპოზიუმის ჩატარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ მსოფლიო მწვანე შუქს მისცემს სეპარატიზმის გამოვლინებას, იგი მთელ მსოფლიოს დაშლის და დაანგრევს”,-აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა. მანვე ისაუბრა ისაუბრა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაზე და აღნიშნა, რომ ქართველი ერი არასოდეს დაუშვებს მათ დაკარგვას. |
http://presa.ge/index.php?text=news&i=4294