დავით ბაქრაძე: რუსეთის სინოდის გადაწყვეტილება კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის პოზიციამ მნიშვნელოვნად გ
ტოლერანტულობაზე და აღნიშნა, რომ თბილისში ამის დასტურად ერთმანეთის გვერდიგვერდ მართმადიდებლური ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა დგას. “პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, რომ ხალხმა იცხოვროს დაცულ სახელმწიფოში. ჩვენ გვესმის ეს პასუხისმგებლობა და შევეცდებით საქართველოში პროცესები სწორედ დიალოგის, მიტევების და საერთო ღირებულებების განსაზღვრის მიმართულებით წარვმართოთ. ამ საქმეში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულ ეკლესიას. დღემდე ქართული ეკლესია ყოველთვის იდგა იქ, სადაც უჭირდა ქართულ საზოგადოებას. მთელი იმ გადაწყვეტილებების ფონზე, რაც რუსეთის ფედერაციამ მიიღო, ერთადერთი რუსეთის სინოდი იყო, რომელიც გაემიჯნა სახელმწიფოს აზრს და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ეკლესიები თავის იურისდიქციაში არ აღიარა. ალბათ ჩემი მხრიდან არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ რუსეთის სინოდის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად განაპირობა ქართული ეკლესიის და მისი უწმინდესობის მიერ გამოვლენილმა პოზიციამ ძალიან ბევრ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით,” _ განაცახადა ბაქრაძემ. |
