↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Სდესპანი

სააკაშვილმა საქართველო გადატრიალებისგან იხსნა - ამბობს პუტინის ყოფილი მრჩეველი

pikaso22 5 წთ კითხვა 972 0 კომენტარი

სააკაშვილმა საქართველო გადატრიალებისგან იხსნა - ამბობს პუტინის ყოფილი მრჩეველი

[ვალენტინა პოპი Eu Observer]
- ”ქვეყანა რომ რუსული შეთქმულებისგან ეხსნა, საქართველოს პრეზიდენტს სამხრეთ ოსეთზე შეტევის გარდა სხვა გზა არ ჰქონდა!” - აცხადებს ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი Observer-თან ინტერვიუში.

რუსული ოფიციალური პირების ოფიციალური განმარტებები - რომ ისინი რუსეთის მოქალაქეების ”სიცოცხლეს”, ”ჯანმრთელობას” და ”ღირსებას” იცავდნენ (სხვა საკითხია, ეს ხალხი როგორ გახდა რუსეთის მოქალაქე) - ვერავითარ მტკიცებულებას ვერ უძლებს, რამდენადაც ჩეჩნეთსა და ბესლანში მათ არასოდეს უზრუნიათ თავიანთ მოქალაქეებზე, ამბობს ილარიონოვი.

ამჟამად ვაშინგტონის Cato-ს ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომელი, 2000-2005 წლებში პუტინის ყოფილი მთავარი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, აცხადებს, რომ რუსული ოფიციალური ვერსიის საწინააღმდეგოდ, კონფლიქტი 7 აგვისტოს არ დაწყებულა;
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · მსოფლიო

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი