ინგუშეთში სპეცოპერაცია მსხვერპლით დასრულდა
ინგუშეთში სპეცოპერაცია მსხვერპლით დასრულდა
[საინფორმაციო სააგენტო ”ფაქტი”]ფედერალური ძალების სპეცოპერაციამ ინგუშეთში დიდი მსხვერპლი მოიტანა. სამხედროებზე თავდასხმის შედეგად არის მსხვერპლი, მაგრამ დაღუპულების რიცხვი სახვადასხვა სახელდება.
ოფიციალური ცნობებით, სამხედრო ავტოკოლონაზე ბოევიკების თავდასხმის შედეგად ორი ჯარისკაცია დაღუპული და ათამდე დაჭრილი.
ავტოკოლონას თავს “სუხახი-ალხასტის” მაგისტრალზე დაესხნენ. ინგუშეთის გენპროკურორი იური ტურიგინი აცხადებს, რომ თავდასხმაში მონაწილეობდა 30-მდე ბოევიკი.
ინგუშეთის ოპოზიციური საიტის კორესპოდენტის განცხადებით, თავდასხმის დროს დაიღუპა 50-მდე სამხედრო მოსამსახურე. პირველი თავდასხმას მოჰყვა მეორე - ავტოკილონა, რომელის პირველი ჯგუფის დასახმარებლად წამოვიდა, ასევე, დაცხრილული იქნა ბოევიკებისაგან. ამ დროს სამი სამხედრო დაიღუპა, ხოლო ბოევიკები ტყეში მიიმალნენ სოფელ მუჟიჩის მახლობლად.
ამ ინციდენტებს გარდა, სოფელ კატიშევოს სკოლასთან, სადაც კვირას ოპოზიციური მიტინგი უნდა გამართულიყო აფეთქდა “ჟიგული”, როგორც ამბობენ, “თვითმკვლელთან ერთად”.
ფედერალური ძალების პრესცენტრიდან “იტარ-ტასს” აცნობეს, რომ სპეცოპერაცია ბოევიკების წინააღმდეგ უშედეგოდ დასრულდა.
“ინგუშეტია.რუ” კი იტყობინება, რომ დააკავეს “ინგუშეთის სახალხო კრების” თავმჯდომარის მოადგილე ახმედ კოტიევი, რომელმაც განაცხადი გააკეთა 19 ოქტომბერს კატიშევოში მიტინგის ჩატარების შესახებ.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4414