↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ედესპანი

ედუარდ კოკოითი საერთაშორისო დამკვირვებლების მუშაობით უკმაყოფილოა

pikaso22 1 წთ კითხვა 782 0 კომენტარი

ედუარდ კოკოითი საერთაშორისო დამკვირვებლების მუშაობით უკმაყოფილოა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი საერთაშორისო დამკვირვებლების მუშაობით უკმაყოფილოა. როგორც ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტი იუწყება, ამის შესახებ კოკოითიმ დღეს გამართულ თათბირზე განაცხადა.
დე-ფაქტო პრეზიდენტმა ქართული მხარე პროვოკაციებში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და დე-ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საკუთარი რეჟიმის ე.წ. ძალოვანებს დაავალება.
"საერთაშორისო დამკვირვებლები ძალიან უცნაურად ასრულებენ საკუთარ მოვალეობებს. მათი ტენდენციურობა აშკარაა, რაც არა ვითარების გაუმჯობესებას, არამედ დესტაბილიზებას უწყობს ხელს", -განაცხადა კოკოითიმ.
მისი მტკიცებით, საქართველო აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს. კოკოითი აცხადებს, რომ ცხინვალის სამართალდამცველი სტრუქტურები ნებისმიერი თავდასხმის მოგერიებისთვის მზად უნდა იყოს.
კოკოითის თქმით, კვლავ დაძაბული ვითარებაა ე.წ. ლენინგორის რაიონში, სადაც ოსური მილიციის პოსტები ქართული მხრიდან იცხრილება.
"მოსაზღვრე ზონებიდან ასევე გატაცებულია სამხრეთ ოსეთის 11 მოქალაქე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან", - განაცხადა კოკოითიმ.
www.InterPressNews.ge
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · 2008 წლის ომი და ოკუპაცია

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი