↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Პდესპანი

პაველ ფელგენგაუერი - მოსკოვმა ვაშინგტონს "საქართველოს საკითხის დავიწყება" შესთავაზა, მაგრამ აშშ-საგა

pikaso22 4 წთ კითხვა 1218 0 კომენტარი

პაველ ფელგენგაუერი - მოსკოვმა ვაშინგტონს "საქართველოს საკითხის დავიწყება" შესთავაზა, მაგრამ აშშ-საგან კატეგორიული უარი მიიღო

მოსკოვის ინიციატივით, ფინეთში, აშშ-ს შტაბების უფროსების კომიტეტის თავმჯდომარის ადმირალ მაიკლ მულენისა და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, არმიის გენერლის ნიკოლაი მაკაროვის ნახევრადგასაიდუმლოებული შეხვედრის ფარულ თუ აშკარა მიზნებზე და ამავე შეხვედრის სავარაუდო შედეგებზე "ინტერპრესნიუსი" რუს სამხედრო ექსპერტს პაველ ფელგენგაუერს ესაუბრა.
სამხედრო ექსპერტი და გაზეთ "ნოვაია გაზეტას" სპეციალური კორესპონდენტი პაველ ფელგენგაუერი ერთადერთი ექსპერტი იყო, ვინც ქართულ-რუსული ომის აგვისტოში დაწყება ივნისში იწინასწარმეტყველა. ლიბერალური შეხედულების ექსპერტსა და ჟურნალისტს პაველ ფელგენგაუერს რუსეთის ხელისუფლება აშკარად არ წყალობს, მაგრამ იგი მრავალი სხვა რუსი ჟურნალისტის მსგავსად, როგორც თავად ამბობს "პროფესიულ საქმიანობას ჯერჯერობით მაინც ახერხებს."
რუსი სამხედრო ექსპერტის პაველ ფელგენგაუერის შეფასებით, ფინეთში, რუსული მხარის ინიციატივით ამერიკელი და რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების შეხვედრით მოსკოვმა ვაშინგტონს პრაქტიკულად "საქართველოს საკითხის დავიწყება" შესთავაზა, მაგრამ აშშ-საგან კატეგორიული უარი მიიღო.
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · მსოფლიო

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი