↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ქდესპანი

ქართველებით გაოცებული მსოფლიო

pikaso22 4 წთ კითხვა 1188 0 კომენტარი

ქართველებით გაოცებული მსოფლიო

[გიორგი ქრისტესაშვილი]
როგორც ჩანს, ჩვენს ხასიათში ზის თვისება, რომელიც მეტ-ნაკლებად გამოვლინდება ხოლმე შესაფერისი გარემოს არსებობისას. ჩვენ ხშირად ვცდილობთ (განსაკუთრებით ხელისუფლებში მყოფი ადამიანები) გამოვაჩინოთ ჩვენი განსაკუთრებულობა და დავანახოთ გარე სამყაროს, რომ ძალიან ”ნიჭიერები” და შეუდარებლები ვართ ყველაფერში, ასეთი ქცევის მიზანი კი საბოლოო ჯამში უცხოელების გაოცებაა, ისეთი შთაბეჭდიელება რჩება თითქოს სხვების დასანახად ვაკეთებთ ყველაფერს.

ასე იქცეოდა თავის დროზე ასლან აბაშიძეც, რომელიც ყველას არწმუნებდა იმაში, რომ რასაც ის აკეთებდა ყველაფერი ”პირველად” ხდებოდა დედამიწის ზურგზე და თან, ყველაზე საუკეთესო იყო. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ საახალწლო ნაძვის ხე დადგა ბულვარის შესასვლელში და აჭარის ტელევიზია აცხადებდა ყველაზე მაღალი ნაზვის ხეა მთელს მსოფლიოში, გამოდით და ნახეთო.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · მსოფლიო

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი