მიხეილ სააკაშვილი: საქართველო ნატო-სგან ნათელ პოლიტიკურ სიგნალს ელოდება
მიხეილ სააკაშვილი: საქართველო ნატო-სგან ნათელ პოლიტიკურ სიგნალს ელოდება |
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, ენს სტოლტენბერგმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც ოსლოში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, აღნიშნა, რომ “ჯერ ნაადრევია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ვადებზე საუბარი. კითხვაზე, მზად არის თუ არა ნორვეგია ახლა დაუჭიროს მხარი საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, მთავრობის ხელმძღვანელმა პირდაპირი პასუხი არ გასცა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყანა, ისევე როგორც უკრაინა, უნდა შეესაბამებოდეს სამხედრო ბლოკის სტანდარტებს. სტოლტენბერგმა, ასევე, არ გაამჟღავნა, რა პოზიცია ექნება მის ქვეყანას დეკემბერში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას. |
დეკემბერში ნატო გაფართოების პოლიტიკას კვლავ განიხილავს. თუმცა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ ბლოკის ზოგიერთი წევრი ნატო-ს გაფართოების შეწყვეტას მოითხოვს.
www.Fact.ge
