სერგეი ლავროვმა ნიკარაგუას აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა
სერგეი ლავროვმა ნიკარაგუას აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ნიკარაგუას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა, - იუწყება სააგენტო "რია.ნოვოსტი". |
"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ნიკარაგუას ხელმძღვანელობას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის. ნაბიჯი, რომელიც საერთაშორისო საქმეებში სამართლიანობისთვის გადაიდგა, ხალხის განვითარების უფლებების მხარდასაჭერია და ძალისმიერი გზით კონფლიქტების მოგვარებას ეწინააღმდეგება", -აღნიშნა ლავროვმა ნიკარაგუელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ნიკარაგუას პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა სექტემბერში ოფიციალურად აღიარა.
Interpressnews