მაკკეინი რუსეთის ირგვლივ სანიტარულ კორდონს აღმართავს, ობამა კი რუსული დემოკრატიის ხარისხზე ალაპარაკდ
მაკკეინი რუსეთის ირგვლივ სანიტარულ კორდონს აღმართავს, ობამა კი რუსული დემოკრატიის ხარისხზე ალაპარაკდება
[საინფორმაციო სააგენტო ”ფაქტი”]რუსი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ბარაკ ობამა გაიმარჯვებს, თუ - რესპუბლიკელი მაკკეინი: ორივე შემთხვევაში, ზეწოლა რუსეთზე გაძლიერდება.
დემოკრატი ობამა, ანალიტიკოსთა აზრით, მეტ ყურადღებას დაუთმობს რუსეთის შიდა პოლიტიკური პრობლემებს - პოლიტიკურ პლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, სავარაუდოდ, დემოკრატი კანდიდატი ისლამური სამყაროსა და აფრიკის პრობლემებზე გაამახვილებს ყურადღებას.
რუსეთისთვის ეს პოზიცია მთლად სასიკეთო არ არის: იმის გათვალისწინებით, რომ ობამა მისაღებია აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის, რუსეთისთვის სახიფათო იქნება აშშ-სა და მუსულმანური სახელმწიფოების ანტირუსული კავშირი.
თუმცა, ობამას პოზიცია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, რუსეთისთვის მომგებიანია: ობამა, მართალია, მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ საამისოდ გარკვეულ პირობებს აყენებს.
მაკკეინის კანდიდატურა რუსეთისთვის ობამაზე ნაკლებად მიმზიდველია. რესპუბლიკელი კანდიდატი დიდ ყურადღებას დაუთმობს სამხედრო-პოლიტიკურ წინააღმდეგობას და რუსეთის ირგვლივ -სანიტარული კორდონს” აღმართავს.
ის მხარს უჭერს ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას. ამასთან, უპირობოდ. რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მაკკეინის ხელმძღვანელობით აშშ-ის ექსპანსია პოსტსაბჭოთთა სივრცეში გაცილებით უფრო სახიფათოა, ვიდრე დემოკრატთა კრიტიკა შიდა რუსული პრობლემების გამო.
პოლიტიკური ექსპერტიზის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორის ევგენია მინჩენკოს აზრით, ნებისმიერი ახალი პრეზიდენტის არჩევის შემთხვევაში, რუსეთს გაუჭირდება.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4612