ზვიად ქორიძე: საქართველოს მთავრობა საინფორმაციო ომის დამგეგმავი რომ ყოფილიყო, მსოფლიო მხოლოდ ცხინვალ
ზვიად ქორიძე: საქართველოს მთავრობა საინფორმაციო ომის დამგეგმავი რომ ყოფილიყო, მსოფლიო მხოლოდ ცხინვალის დაბომბვის კადრებს არ ნახავდა |
“საქართველოს მთავრობა რომ საინფორმაციო ომის დამგეგმავი ყოფილიყო, ომის პირველი 2 დღის განმავლობაში მსოფლიო არ ნახავდა მხოლოდ ცხინვალის დაბომბვის კადრებს; ვერც მიხეილ სააკაშვილის დაღეჭილ ჰალსტუხს ნახავდა და ვერც მის გაქცევას გორიდან”, _ ასეთია ცნობილი ჟურნალისტისა და მედია-ექსპერტის, ზვიად ქორიძის პოზიცია, რომელიც ქართულ მედიაში დღეისათვის არსებულ ვითარებაზე ღიად და დაუფარავად საუბრობს. |
_ ბატონო ზვიად, აგვისტოში საქართველოში მოვლენები სპონტანურად განვითარდა _ ქვეყანამ გადაიტანა ომი, რომელიც წავაგეთ, მაგრამ მოვიგეთ საინფორმაციო ომი, თუმცა ამჟამადელი მსოფლიო მედიით თუ ვიმსჯელებთ, წაგების საფრთხის საინფორმაციო ომსაც ემუქრება. რა ხდება, ხომ არ მოდუნდა ქართული მედია?
_ საინფორმაციო ომს მედია კი არა, პოლიტიკური ინსტიტუტები, უმთავრესად, მთავრობები არ აწარმოებს. საქართველოს მთავრობა ვერ დაიწყებდა ვერანაირ საინფორმაციო ომს, ვინაიდან 7 აგვისტოს შემდეგ იგი საერთაშორისო ურთიერთობების ფრონტზე თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. შესაბამისად, ამ ომს ვერც მოიგებდა. საქართველოს მთავრობა რომ საინფორმაციო ომის დამგეგმავი ყოფილიყო, მსოფლიო ომის პირველი 2 დღის განმავლობაში არ ნახავდა მხოლოდ ცხინვალის დაბომბვის კადრებს; ვერც მიხეილ სააკაშვილის დაღეჭილ ჰალსტუხს ნახავდა და ვერც მის გაქცევას გორიდან. ეს სპონტანურად ხდებოდა, რადგან ომის მონაწილე ორი მხარიდან საინფორმაციო დაინტერესება მხოლოდ რუსეთს აღმოაჩნდა და საამისოდ რესურსი მას ბევრად მეტი ჰქონდა. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები და გაერთიანებული ევროპა აქტიურად ჩაერთვნენ ომის შეწყვეტის პროცესში, უკვე ისინი გახდნენ საინფორმაციო ომის მონაწილეები. ამ ომის შედეგი მთლიანად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ წარიმართება ევროკავშირისა და რუსეთის თანამშრომლობა, ან როგორ დალაგდება სურათი შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. საქართველო ამ ომში იმდენად არ მონაწილეობს, რამდენადაც არ მონაწილეობს ომისშემდგომი ვითარების მოწესრიგების პროცესში. ამას დღეს რუსეთთან აშშ და ევროკავშირი არკვევენ. ქართული მედია მხოლოდ შიდამოხმარების პროდუქტია და ყველა სტანდარტსაც რომ აკმაყოფილებდეს, არ შესწევს უნარი, დაუპირისპირდეს რუსულ მედიას. იგი მხოლოდ მაშინ წაადგებოდა საქართველოს წარმატებას საინფორმაციო ომში, თუკი იქნებოდა მიუკერძოებელი, ზუსტი და ხელს შეუწყობდა აუდიტორიის ინფორმირებულობას.
_ თქვენი შეფასებით, რამდენად ეფექტურად იმუშავა მედიამ ომის გაშუქებისას და რა ინფორმაცია აკლდა საზოგადოებას?
_ თუ ვისაუბრებთ საერთო-ეროვნულ ტელევიზიებზე (“საზოგადოებრივი მაუწყებელი” და “რუსთავი-2”), ომის დღეებში მათ, პრაქტიკულად, ახალი ამბები არ გაუშუქებიათ. ეს იყო სახელმწიფო პროპაგანდის დამატებითი, მაგრამ ყველაზე მეწინავე რაზმი. ქართული აუდიტორია, მათი გადაცემული ინფორმაციის წყალობით, ორი დღე (9 და 10 აგვისტო) დარწმუნებული იყო, რომ ცხინვალს ქართული არმია აკონტროლებდა. დღეს კი ირკვევა, რომ ცხინვალის ნაწილს ქართული საჯარისო შენაერთები უკვე 8 აგვისტოს ღამით ტოვებდნენ. ამ ინფორმაციას ენდობოდა დიდი და პატარა ლიახვის ხეობის მცხოვრებნი და არ ტოვებდნენ საცხოვრისს. ბოლოს, ისინი საკმაოდ მძიმე დღეში აღმოჩნდნენ, რადგან მარტონი და განიარაღებულნი დარჩნენ მოწინააღმდეგის პირისპირ. ასეთი პროპაგანსიდტული “ნათელი” დასთამაშებდა ომისდროინდელ რადიოსა და გაზეთებსაც. პროპაგანდისტული მედიის ეფექტურობის შეფასების კრიტერიუმები არ გამაჩნია, რადგან მას მედიად აღარ მივიჩნევ.
_ ბატონო ზვიად, რისი დეფიციტია დღეს ქართულ ჟურნალისტიკაში _ ღირებული და ობიექტური ინფორმაციის თუ პროფესიონალი ჟურნალისტების?
_ მიუკერძოებელი და ზუსტი ინფორმაციის გავრცელება პროფესიონალიზმის ნიშანია. ეთიკური სტანდარტების დაცვაც პროფესიონალიზმის ნიშანია. ნებისმიერი სტატია ან სიუჟეტი, რომელშიც არ გვხვდება დაზუსტებული, გადამოწმებული ინფორმაცია, რომელიც არის მიუკერძოებელი და რომელშიც არ იცავს ჟურნალისტი ეთიკურ ნორმებს, მაშინ საქმე აღარ გვაქვს ჟურნალისტიკასთან. დღეს ერთად შეიგრძნობა ქართულ მედიაში ყველა ეს პრობლემა, განსაკუთერებით, ელექტრონულ მედიაში.
_ პრეზიდენტი ყოველ გამოსვლაში ხაზგასმით მიანიშნებს, რომ ქვეყანა ახალი დემოკრატიის რელსებზე გადადის, იგრძნობა თუ არა ამის მზაობა და დაეტყო თუ არა ეს პროცესი მედიის მუშაობას?
_ პრეზიდენტი იმასაც ამბობს, რომ ომი მოვიგეთ. მისი სიტყვა უპირობოდ არ უნდა მივიღოთ. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ყველაფერი პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. ყველაფერი დამოკიდებულია სისტემურ წყობაზე. პრეზიდენტი კი არ უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ გაიღოს მოწყალება და დაუშვას დებატი რომელიმე არხზე. დემოკრატია წყალობით არ მიიღება. იგი ცხოვრების წესია, რომელიც საზოგადოებამ ბრძოლით უნდა დაამკვიდროს. პრეზიდენტმა კი არ უნდა მოითხოვოს და პარლამენტმა კი არ უნდა მიიღოს საკანონმდებლო ცვლილება, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადასცეს დებატი, არამედ საზოგადოებამ უნდა გამოხატოს მზაობა, რომ მას უნდა დებატი და ეს არ არის თვით პარლამენტის გადასაწყვეტიც კი. დღესდღეობით გაურკვეველია, ვინ აგებს დემოკრატიის რელსებს საქართველოში – პრეზიდენტი თუ საზოგადოება. მე მსურს, რომ ამ პროცესის სადავეები საზოგადოებამ ხელიდან არ გაუშვას.
_ ბატონო ზვიად, ერთი წლის წინ, 7 ნოემბერს დაარბიეს ტელეკომპანია «იმედი », რომელსაც მაშინ მაღალი რეიტინგი ჰქონდა და განსხვავებული საინფორმაციო პოლიტიკით გამოირჩეოდა. ტელევიზია ახლა მუშაობს, მაგრამ საინფორმაციო გადაცემა სხვა ტელეარხების საინფორმაციო გადაცემების ტყუპისცალია. რა მოხდა ქართულ მედია-სივრცეში ერთი წლის წინ?
_ ერთი წლის წინ ხელისუფლებამ დაასრულა ელექტრონული მედიის მონოპოლიზების პირველი ეტაპი და საბოლოოდ გამოიკვეთა, რომ საერთო-ეროვნული არხების სარედაქციო პოლიტიკა თავად ტელეკომპანიებში არ იგეგმება. ეს პოლიტიკური პროცესია. დღეს საზოგადოებისთვის უცნობია კერძო ტელეკომპანიათა მეპატრონეების ვინაობა, მათი ფინანსური ანგარიშები. არადა, კანონის თანახმად, ეს ინფორმაცია ღიაა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რატომ არის ყველა სატელევიზიო არხი დოტაციური და ვინ აფინანსებს ამ არხებს. რა თქმა უნდა, ხელისუფლება არ დაუშვებს პოლიტკურ ცენზურას. მან იცის, რომ ეს ცუდია და მასვე ცუდად მოუბრუნდება. ამიტომ ის მიმართავს ცენზურის ირიბ ფორმას, მათ შორის, _ ყველაზე მნიშვნელოვანია სარედაქციო პოლიტიკის გაკონტროლება მეპატრონეების ან დამფინანსებელების მიერ. ეს პროცესი პრაქტიკულად, « იმედის » დახურვით დაიწყო.
_ მართალია, "საზოგადოებრივ მაუწყებელზე » რეორგანიზაცია მიმდინარეობს, მაგრამ ოპოზიციას ამ არხის მიმართ პრეტენზიები მაინც აქვს. თქვენის აზრით, « საზოგადოებრივი მაუწყებელი" შეასრულებს თავის ვალდებულებებს, რაც თავისი დატვირთვიდან გამომდინარე, საზოგადოების წინაშე აკისრია?
_ ჩემი აზრით, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება საზოგადოების წინაშე, მაგრამ არ ვიცი, ამას როგორ შეძლებს. "მაუწყებლის" ახალი მენეჯმენტი უკვე 7 თვეა, მუშაობს, მაგრამ საზოგადოებსითვის კვლავ უცნობია, თუ რა პროცესები მიდის ამ არხზე. უცნობია, თუ როგორ მიმდინარეობს ახალი გადაცემების შესარჩევი ტენდერი, რომელ გადაცემებს შესთავაზებენ პირველი დეკემბრიდან მაყურებელს, რომელ გადაცემებს ეუბნებიან უარს და რატომ. ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე. ალბათ, საზოგადოებამაც უნდა მოითხოვოს მათგან ეს. საზოგადოებრივი კონტროლი უნდა გაიზარდოს "საზოგადოებრივ მაუწყებელზე". საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ გვხვდება დებატი. უკვე კანონი ავალდებულებს მას, დაიწყოს დისკუსიები, თუმცა, ჩემთვის ყველაზე მოულოდნელი იყო "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს პოზიცია, როდესაც მან ზეწოლად შეაფასა პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დებატების აუცილებლობის შესახებ. "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" არ გვხვდება ჟურნალისტური გამოძიებაც. ჩემი აზრით, მიუკერძოებელი გამოძიება და მრავალმხრივი დებატები არის აუცილებელი (თუმცა არასაკმარისი) პირობა, რომ აღდგეს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიმართ საზოგადოების ნდობა.
_ “მაუწყებლის” დირექტორის პოსტზე ერთ-ერთი რეალური კანდიდატი იყავით, მაგრამ ბოლო წუთს ყველაფერი შეიცვალა. რა მოხდა სინადვილეში დირექტორის არჩევის დროს?
_ ამ თემაზე ჩემი კომენტარი ძალიან სუბიექტური იქნება, თუმცა მაინც გეტყვით ჩემს მოსაზრებას: “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ანგარიში გაუწია სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფების ინტერესს. გადაწყვეტილების ასეთი ფორმა ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს.
_ თქვენი აზრით, დღეს მოსახლეობას ობიექტურ ინფორმაციას პრესა უფრო აწვდის თუ ტელევიზია?
_ მეტ-ნაკლებად მიუკერძოებელი ინფორმაცია ბეჭდურ მედიაში გვხვდება, თუმცა ამ გაზეთების ტირაჟი საკმაოდ დაბალია. ეს არ არის მხოლოდ იმის ბრალი, რომ მოსახლეობას არ აქვს მსყიდველობითი უნარი ან ტელევიზია უფასოდ ავრცელებს ინფორმაციას და ინტერესს უკარგავს საზოგადოებას გაზეთების მიმართ. გაზეთებმა უნდა უზრუნველყონ თანამედროვე მენეჯმენტი. გაზეთებში უნდა იყოს ბევრი სასარგებლო ინფორმაცია, მეტი ადამიანური ისტორია, ბევრი ჟურნალისტური გამოძიება. ამ შემთხვევაში გაზეთების ტირაჟიც გაიზრდება და მათ მიმართ ნდობაც. ბეჭდურმა მედიამ საკუთარი პოზიციები მანამდე უნდა გაიმყაროს, ვიდრე ხელისუფლება დაიწყებს მასზე კონტროლის მექანიზმების ამოქმედებას.
_ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს” მიერ გამოქვეყნებულ პრესის თავისუფლების მსოფლიო რეიტინგში, საქართველომ 54 საფეხურით გაიუარესა პოზიცია. რის წინაშეა ქართული მედია?
_ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი იქნება დაბალი, რადგან ამ ინდექსის შემადგენელ კომპონენტებზე პოზიტიური პასუხები არ მოიძებნება. “რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს” მიერ მომზადებული რეიტინგის ასეთი ცუდი მაჩვენებელი იმანაც განაპირობა, რომ საომარი მოქმედებების დროს საქართველოში დაიღუპნენ ჟურნალისტები.
_ ბოლოს, სად უნდა ვეძებოთ ამ პრობლემების თავი?
_ მედიამ უნდა აღადგინოს კონტაქტი საზოგადოებასთან. ეს არის, ჩემი აზრით, პირველი და უმთავრესი პირობა, რომ ვითარება შეიცვალოს. ეს აიძულებს ხელისუფლებასაც, რომ ანგარიში გაუწიოს მედიის როლს და არ ეცადოს მის დაბეჩავებას და გაკონტროლებას. მედიის გადარჩენის მექანიზმი მხოლოდ მედიაშია!
გიორგი გირკელიძე, ლაშა ზარგინავა
www.fact.ge