↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ლდესპანი

"ლეიბორისტები" ხელისუფლებას "წაგებული ომის გენერლებისთვის" მიწების გადაცემაში ადანაშაულებენ

pikaso22 1 წთ კითხვა 809 0 კომენტარი

"ლეიბორისტები" ხელისუფლებას "წაგებული ომის გენერლებისთვის" მიწების გადაცემაში ადანაშაულებენ

"ლეიბორისტები" ხელისუფლებას მოსახლეობისთვის მიწების ჩამორთმევასა და "წაგებული ომის გენერლებისთვის" გადაცემაში ადანაშაულებენ.
როგორც "ლეიბორისტების" იდეოლოგიურმა მდივანმა კახაბერ ძაგანიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლებამ 1 500 კვადრატული მიწის ფართობები სამხედრო პირებისთვის ტაბახმელაში გამოყო და მათ ნომინალურ ფასად, 1 ლარად გადასცა.
"ხელისუფლება სოფელში მცხოვრებ ხალხს მიწას ართმევს და წაგებული ომიდან კურდღლებივით გამოქცეულ გენერლებს უსასყიდლოდ გადასცემს. ჩვენ ამას ვაპროტეტებთ. თითოეულ მაღალჩინოსან ოფიცერს ტაბახმელაში 1 500 კვადრატული მეტრი მიწა გადაეცა. ეს მიწები ძალიან ძვირადღირებულია",_ აღნიშნა ძაგანიამ.
მისივე ინფორმაციით, ხელისუფლებამ გასულ პერიოდში მიწები ნომინალურ ფასად ნინო ბურჯანაძესა და მოსამართლეებსაც გადასცა.
www.InterPressNews.ge
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · 2008 წლის ომი და ოკუპაცია

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი