↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებირწმენა და ეკლესია
Პდესპანი

პატრიარქს გულის სისხლძარღვების სტენტირება გაუკეთეს

pikaso22 1 წთ კითხვა 827 0 კომენტარი

პატრიარქს გულის სისხლძარღვების სტენტირება გაუკეთეს

გერმანიაში ყოფნის პერიოდში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სამედიცინო გამოკვლევა გაიარა.

როგორც საქართველოს საპატრიარქოდან იუწყებიან, გამოკვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ აუცილებელი იყო გულის სისხლძარღვების სტენტირება.

"პროცედურამ გასტანა ერთ საათს. მისი უწმინდესობა ამჟამად თავს კარგად გრძნობს, მაგრამ აუცილებელია ათი დღის განმავლობაში მისი ყოფნა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ამიტომაც გადაიდო დაგეგმილი ვიზიტები იტალიასა და საფრანგეთში", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოში 14-15 ნოემბერს დაბრუნდება. მისი უწმიდესობა ლოცავს სრულიად საქართველოს.

www.News.info.ge

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · ეკლესიის ამბები

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი