სოსო ცინცაძე - ვაშინგტონის პოზიცია რუსეთის მიმართ კრემლის ქცევის ადეკვატური იქნება

_ ბატონო სოსო ამერიკის ისტორიაში პირველად, აშშ-ს 44-ე პრეზიდენტად აფრო-ამერიკელი ბარაკ ობამა გახდა. როგორ შეფასებდით ამერიკაში დასრულებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს?
_ გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის არჩევნები ახალი, ისტორიული ეპოქის დასაწყისია, ვინაიდან ამერიკაში პრეზიდენტი პირველად გახდა შავკანიანი. ამერიკაში, სადაც ჯერ კიდევ 50 წლის წინ სამხრეთ შტატებში ეროვნულ გვარდიელებს შეჰყავდათ შავკანიანი ბავშვები სკოლაში, სადაც თეთრკანიანი ბავშვების მშობლები თოფებით იდგნენ და შავკანიან ბავშვებს სკოლაში არ უშვებდნენ. ამერიკაში შავკანიანი პრეზიდენტის ხილვა შოკის მომგვრელი იქნებოდა კუ-კლუქს-კლანის წევრებისათვის. ისინი ალბათ საფლავში გადაბრუნდებიან. შავკანიანი პრეზიდენტის არჩევა, რასაკვირველია, იმას ნიშნავს, რომ ამერიკაში ახალი ისტორიული ერა დაიწყება.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას. პირდაპირ ვიტყვი, ლელა კაკულიას სტილში იმაზე მსჯელობა საქართველოსათვის ვინ ჯობია _ მაკკეინი თუ ობამა? ეს ჩვენი საზოგადოების უაღრესად დაბალ პოლიტიკურ განათლებასა და დონეზე მიუთითებს. ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამერიკის ეროვნულ ინტერესებზეა ჩამოყალიბებული და ამერიკის არც ერთ პრეზიდენტს მისი რადიკალურად შეცვლა არ ხელეწიფება.
კავკასია და საქართველო ეს ის რეგიონებია, რომლებიც თავისი სატრანზიტო პოტენციალით უკვე დაფიქსირებულია, როგორც ამერიკის ეროვნული ინტერესებისათვის მნიშვნელოვანი რეგიონი. ამიტომ, აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში შეიძლება მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები, მცირე კორექტივები მოხდეს, მიმდინარე მომენტის გათვალისწინებით. რაც შეეხება გენერალურ ხაზს, სტრატეგიულ მიმართულებას, რასაკვირველია, იგი დარჩება ისეთი, როგორიც იყო რესპუბლიკური ადმინისტრაციის დროს.
- როგორი იქნება თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება და პოლიტიკა რუსეთისადმი?
- რუსეთთან დამოკიდებულებაში სერიოზულ ცვლილებებს არ ველოდები. აშშ-ს დამოკიდებულება რუსეთისადმი თავად რუსეთზე იქნება დამოკიდებული. ცივ ომს, კონფრონტაციასა და ვითარების გამწვავებას არ ვვარაუდობ, მაგრამ ვაშინგტონის პოზიცია რუსეთის მიმართ კრემლის ქცევის ადეკვატური იქნება.
რუსეთში გავრცელებული მოსაზრება, თითქოს რუსეთისთვის მთავარი იყო, რომ მაკკეინი არ გამხდარიყო პრეზიდენტი, ისევე მცდარი იყო, როგორც საქართველოში არსებული იმედი, მაკკეინის შესაძლო გაპრეზიდენტებაზე. რუსეთს ობამას გაპრეზიდენტების იმედი არ უნდა ჰქონოდა. ერთიც და მეორეც იმოქმედებდა ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე და არა პირადი სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით.
_ ოპოზიციურ წრეებში ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ობამას გაპრეზიდენტების შემთხვევაში აშშ-ს დამოკიდებულება საქართველოსადმი არ შეიცვლება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებისადმი ვაშინგტონის დამოკიდებულება სერიოზულად შეიცვლება. რამდენად შეესაბამება ოპოზიციის მოლოდინი რეალობას?
_ მართალია, ამერიკის ახალ პრეზიდენტს სააკაშვილთან პირადი სიახლოვე არა აქვს და მისთვის საქართველოს პრეზიდენტი ტერაინკოგნიტოა, ამაზე დიდი მნიშვნელობის მინიჭება, სერიოზულად არ მიმაჩნია.
"დემოკრატები", ტრადიციულად უფრო მტკივნეულად აღიქვამენ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა დემოკრატიის მშენებლობა, ადამიანის უფლებების დარღვევები, არჩევნების გაყალბება, სამოქალაქო საზოგადოებისათვის ხელის შეშლა, სიტყვის თავისუფლება. ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას აშშ-ს "დემოკრატი" პრეზიდენტები თავიანთი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად მიიჩნევენ. ასე იყო ნიქსონის დროს, განსაკუთრებით კარტერის დროს, როდესაც სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები საფუძვლად დაედო ამერიკის საგარეო პოლიტიკის ვექტორს უცხო ქვეყნებთან დამოკიდებულებაში. ასე იქნება "დემოკრატ" პრეზიდენტ ობამას დროსაც.
ტრადიციულად, "რესპუბლიკელი" პრეზიდენტები ამ საკითხებზე თვალს, მიზანშეწონილობის შესაბამისად ხუჭავდნენ. თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებისადმი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება საქართველოში შიდა პოლიტიკური პროცესები. ეს შეეხება როგორც დემოკრატიის მშენებლობას, ასევე სიტყვის თავისუფლებას და ადამიანის უფლებების დაცვას.
"ინტერპრესნიუსი"
კობა ბენდელიანი