↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ედესპანი

ევროპული მედიასაშუალებების მტკიცებით, ობამას რუსეთი თვალთახედვის არეში ეყოლება

pikaso22 1 წთ კითხვა 1067 0 კომენტარი

ევროპული მედიასაშუალებების მტკიცებით, ობამას რუსეთი თვალთახედვის არეში ეყოლება

ანალიტიკოსები ელოდებიან, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევენებში გამარჯვებული ბარაკ ობამა ~ბოლოს მოუღებს საომარი და დიპლომატიური კონფრონტაციის პოლიტიკას~, რომელსაც პრეზიდენტი ბუში ატარებდა. ამის შესახებ დღეს ევროპული მედია წერს.
როგორც ბელგიური პრესა იუწყება, ობამამ პირობა დადო, უფრო ხშირად გამართოს კონსულტაციები აშშ-ს მოკავშირეებთან ევროპაში. თავის მხრივ, აშშ-ს ახალ პრეზიდენტსაც აქვს მოლოდნი ევროპელებისგანაც, კერძოდ კი, დამატებითი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა ავღანეთში.
რას შეეხება რუსეთს, ევროპული პრესის ინფორმაციით, ობამას რუსეთი თვალთახედვის არეში ეყოლება.
~ანალიტიკოსები აღნიშნავენ ობამას მკაცრ რეაქციას რუსეთის სამშვიდობოების ოპერაციის გამო სამხრეთ ოსეთში და მოსაზრებას, რომ კვლავ წამოტივტივებული, ძალიან აგრესიული რუსეთი რეგიონის მშვიდობას და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის ~, -აღნიშნავს ბელგიური მედიასაშუალებები.
www.InterPressNews.ge
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · მსოფლიო

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი