↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Სდესპანი

საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ფილმს არ აჩვენებს

pikaso22 5 წთ კითხვა 1012 0 კომენტარი

საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ფილმს არ აჩვენებს

[შორენა პაპაშვილი]
შარშანდელი 7 ნოემბრის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმების საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით ჩვენების მოთხოვნით, მოძრაობა ”7 ნოემბერის” წევრებმა ტელევიზიის შენობასთან დაპირებული საპროტესტო აქცია გამართეს. შესასვლელის პიკეტირების მიზნით აქციის ექვსი წევრი შენობის მთავარ შესასვლელს მიება, ხოლო დანარჩენებმა ტელევიზიის შენობაში შეჭრა სცადეს, რაცას აქციის მონაწილეებსა და დაცვის პოლიციის თანამშრომლებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

ჟურნალისტურ გამოძიებასა და დოკუმენტურ მასალებზე აგებული, დამოუკიდებელი სატელევიზოი სტუდია ”მონიტორისა” და ზაზა გალდავას მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმების საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გაშვების მოთხოვნით, ახალგაზრდული მოძრაობის წევრები ტელევიზიის გენერალურ დირექტორ ლევან ყუბანეიშვილთან შეხვედრას ჯერ კიდევ 29 ოქტომბერს მოითხოვდნენ.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · მსოფლიო

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი