↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Გდესპანი

გაუხმაურებელი ფაქტები ბარაკ ობამას ბიოგრაფიიდან

pikaso22 4 წთ კითხვა 1096 0 კომენტარი

გაუხმაურებელი ფაქტები ბარაკ ობამას ბიოგრაფიიდან

[საინფორმაციო სააგენტო ”ფაქტი”]
4 ნოემბერს ამერიკელმა ხალხმა მთელს მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ დემოკრატია სულაც არაა ცარიელი სიტყვა და იგი მუდმივ განახლებადი, ახალ-ახალი შესაძლებლობების მქონე ცნებაა. ბარაკ ობამას პრეზიდენტად არჩევა მხოლოდ ერთი პატარა ზანგი ბიჭუნას ოცნების ახდენა კი არა, იმის მაჩვენებელია, რამხელა ნახტომი გააკეთა ამერიკულმა ცნობიერებამ მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის შემდეგ.

მხოლოდ პოლიტიკაზე რომ არ ვილაპარაკოთ, თუნდაც მას შემდეგ, რამდენი რამ შეიცვალა, რაც უნიჭიერესმა ადამიანმა მაიკლ ჯეკსონმა სითეთრე მოინდომა და მახინჯ თეთრ თოჯინად გადაიქცა.

მაგრამ, ის არაა მთავარი, რომ ამერიკელებმა შავკანიანი აირჩიეს. მთავარია, რომ მათ უარი თქვეს წარსულის ორმაგ სტანდარტებზე - ომზე, კუნთების თამაშზე, ერაყის და ავღანეთის სისხლიან კამპანიაზე, ბინძურ მანიპულაციებზე პოლიტიკასა და ეკონომიკაში.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · მსოფლიო

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი