აფხაზური უშიშროების თანამშრომლებმა გალის რაიონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას ქართული პასპორტები ჩამ
აფხაზური უშიშროების თანამშრომლებმა გალის რაიონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას ქართული პასპორტები ჩამოართვეს
"უშიშროების სამსახურის შეიარაღებულმა თანამშრომლებმა რამდენიმე სოფელში მოსახლეობას რეგისტრირებული, სანადირო თოფები ჩამოართვეს. ასევე ჩამორთმეულია ქართული პირადობის მოწმობები, რომელთა მაგივრადაც უახლოეს მომავალში აფხაზური პასპორტების მასიურად დარიგება დაიწყება", - განაცხადა წყარომ.
მისი თქმით, მასობრივი პასპორტიზაციის დაწყება გალის რაიონში ელექტროენერგიისა და მიწის გადასახადების სრულად ამოღების შემდეგ იგეგმება. წყარო აღნიშნავს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მძიმე მატერიალური მდგომარეობის მიუხედავად გადასახადებს მაინც იხდის, რამდენადაც გადასახადების ამოღებას აფხაზურ საგადასახადო სამსახურთან ერთად უშიშროების სამსახურის შეიარაღებული თანამშრომლები აწარმოებენ.
გალის რაიონში საგადასახადო და უშიშროების სამსახურების თანამშრომლები რამდენიმე დღის წინ შევიდნენ.
www.InterPressNews.ge
