↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ჩდესპანი

“ჩვენ ისეთი საქართველო გვინდა, რომელიც არც რუსეთის და არც ამერიკის კოლონია იქნება"

pikaso22 1 წთ კითხვა 854 0 კომენტარი

“ჩვენ ისეთი საქართველო გვინდა, რომელიც არც რუსეთის და არც ამერიკის კოლონია იქნება"

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ქართველ ხალხს “ყველაზე ერთგულ და ვაჟკაც ხალხს” უწოდებს და დარწმუნებულია, რომ "საქართველოს ვერც შიდა და ვერც გარე მტერი დაამარცხებს".

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს "პირველმა ლეიბორისტმა" პრეზიდენტ სააკაშვილს "პოლიტიკური ტირანი" უწოდა, პარლამენტის წევრებსა და დეპუტატებს კი - "სპეცრაზმის დასმულები".

"მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი იღონა, რათა ქვეყანა წელში გაეწყვიტა. ჩვენ მის იმპერიალიზმს უნდა ვებრძოლოთ. ჩვენ ისეთი საქართველო გვინდა, რომელიც არც რუსეთის და არც ამერიკის კოლონია იქნება", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამასთან, მან პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას პატრიოტულ მოტივზე შექმნილი ლექსიც წაუკითხა, რომელმაც აქციის მონაწილეთა აღფრთოვანება გამოიწვია.

News.info.ge

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · მსოფლიო

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი