გენერალი უსტინოვი სმსახურიდან დაითხოვეს
გენერალი უსტინოვი სმსახურიდან დაითხოვეს | ||
რუს ოკუპანტთა თავდაცვის სამინისტროს საჰაერო-სადესანტო დივიზიის მეთაური გენერალ-მაიორი ვლადიმერ უსტინოვი, რომელიც სამეგრელოში რუსი აგრესორების შემოჭრას ხელმძღვანელობდა, სამსახურიდან დაითხოვეს. მის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ამის მიზეზი აგვისტოს მოვლენების დროს გაცემული ბრძანების არასრულყოფილად შესრულებლობა გახდა. რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები უსტინოვს სამეგრელოში მოქმედი ე.წ. კრიმინალური დაჯგუფებების დაკავებას და განიარაღებას ავალებდნენ. კრიმინალური დაჯგუფებებში კი ქართველ ძალოვანებს გულისხმობდნენ. გენერალ-მაიორს იმ მოსახლეობის დასჯასაც ავალდებულებდნენ, რომელთა სიაც მათ წინასწარ ქონდათ. შესაბამის ბრძანებაში ნათქვამია ისიც, რომ უსტინოვმა ვერ უზრუნველყო რუსული ჯარის მართებული გადაადგილება. გენერალ-მაიორი სოხუმიდან უკვე რუსეთში გადაიყვანეს. | ||
| Rustavi2 |
