საჩხერის რაიონის სოფელი პერევი შეიარაღებულმა ოსებმა დაიკავეს
საჩხერის რაიონის სოფელი პერევი შეიარაღებულმა ოსებმა დაიკავეს
თუმცა, ოკუპანტებს ოსებისთვის ხელი არ შეუშლიათ, ქართულ სოფელში შესულიყვნენ. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს" საჩხერის რაიონის გამგებელმა ზურაბ ცერცვაძემაც დაუდასტურა.
მისი განცხადებით, მათ არ ეძლევათ საშუალება ქართულ სოფელში შევიდნენ და სიტუაციას ვერ აკონტროლებენ. რუს ოკუპანტებს ბლოკ-პოსტი არ გაუუქმებიათ. რუსები და ოსები ქართულ სოფელში ერთად დგანან.
www.Interpressnews.ge
