↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Სდესპანი

"საეჭვოა, ომის დამწყების ვინაობა დადგინდეს"

pikaso22 1 წთ კითხვა 1532 0 კომენტარი

"საეჭვოა, ომის დამწყების ვინაობა დადგინდეს"

აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის გამომწვევი მხარე, საეჭვოა, როდესმე დადგინდეს.
რუსული სააგენტობის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რობერტ ვუდმა განუცხადა.

"ჩვენ, შესაძლოა, ვერასოდეს ბოლოდმე ვერ დავადგინოთ, კონკრეტულად ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, რაც იქ მოხდა. თუმცა, ჩვენ თავიდანვე მოვუწოდეთ ორივე მხარეს, პროვოკაციას არ აჰყოლოდნენ და არ განეხორციელებიათ პროვოკაცია. ქართველები კი ფიქრობენ, რომ ისინი რუსების მიერ იყვნენ პროვოცირებულნი", - აღნიშნა ვუდმა.

როგორც ვუდმა განაცხადა, ბუშის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის მთავარი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
News.info.ge
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · 2008 წლის ომი და ოკუპაცია

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი