ლევან ალექსიძე - დასავლეთი ვერ აცნობიერებს, რომ ისინი რაც მეტს წაუწვებიან რუსეთს, მოსკოვი მათგან სულ
ლევან ალექსიძე - დასავლეთი ვერ აცნობიერებს, რომ ისინი რაც მეტს წაუწვებიან რუსეთს, მოსკოვი მათგან სულ უფრო მეტს მოითხოვს
საქართველოში აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარედ ევროკავშირმა შვეიცარიელი დიპლომატი, 2002-2006 წლებში საქართველოში გაეროს მისიის ხელმძღვანელი ჰაიდი ტალიავინი დანიშნა. კომისიის თავმჯდომარის ავკარგიანობასა და საერთაშორისო კომისიების მუშაობის პრაქტიკის მნიშვნელობაზე "ინტერპრესნიუსი" საერთაშორისო სამართლის პროფესორს ლევან ალექსიძეს ესაუბრა.ბატონო ლევან, როგორ შეაფასებდით აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარედ შვეიცარიელი დიპლომატის ჰაიდი ტალიავინის დანიშვნას? გეხსომებათ, ქალბატონი ტალიავინი 2002-2006 წლებში საქართველოში გაეროს მისიას ხელმძღვანელობდა.
_ ქალბატონ ჰაიდი ტალიავინს საკმაოდ კარგად ვიცნობ, ვთანამშრომლობდი მასთან. გაეროს მისიის სხვა ხელმძღვანელებისაგან განსხვავებით, ძალიან ნორმალური დიპლომატი იყო. სამწუხაროდ, გაეროს წარმომადგენლები საქართველოში, ვისაც მე შევხვედრივარ, საქართველოსადმი მაინც და მაინც კეთილგანწყობილი და ობიექტური არ იყვნენ. F
ქალბატონი ტალიავინი ძალიან მონდომებული იყო, რომ ქართულ-აფხაზური პრობლემა მოგვარებულიყო, მაგრამ მას მანდატი ჰქონდა ისეთი, რომ რასაც აკეთებდა, იმის მეტი არაფერი შეეძლო. აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარედ ჰაიდი ტალიავინის დანიშვნას მივესალმები. ის, რომ კომისია იქმნება, ამასაც მივესალმები. მისი მორალიდან გამომდინარე კომისიის თავმჯდომარედ ტალიავინის დანიშვნა, სიმართლის დადგენას ხელს შეუწყობს. იგი იმაზე გაცილებით მეტს აკეთებდა, ვიდრე იმ მისიის ფარგლებში იყო შესაძლებელი, რომელსაც ტალიავინი ხელმძღვანელობდა. მიუხედავად ამისა, იგი მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს ართმევდა და მე მის დანიშვნას კომისიის თავმჯდომარედ მივესალმები.
_ რამდენად ობიექტური შეიძლება აღმოჩნდეს ტალიავინის კომისიის მუშაობის შედეგი? საერთაშორისო პრაქტიკაში თუ არსებობს მაგალითები იმისა, რომ ამგვარ საერთაშორისო კომისიებს გადამწყვეტი როლი შეესრულებინოთ ამა თუ იმ საკითხის სამართლიანად გადაწყვეტაში?
_ საერთაშორისო სამართალში არსებობს ასეთი – ფაქტ-ფაინდინგის, ფაქტების დამდგენი კომისიების მუშაობის პრაქტიკა. ამგვარი კომისია გამოძიების ფუნქციას კი არა, ფაქტების დადგენის ფუნქციას ასრულებს. კომისიას ევალება ყველა იმ ფაქტის დადგენა, რომელზეც კონფლიქტის მხარეები საუბრობენ. რასაკვირველია, ეს კომისია შეიძლება იყოს ცალმხრივად დაკომპლექტებული. ახლა ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, ამ კომისიაში დაცული იქნება თუ არა წარმომადგენლობის ბალანსი. ამ საკითხზე ჩვენ ძალიან დიდი ყურადღების გამახვილება გვმართებს და ამაზე ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ.
ევროპაში ახლა ძალიან მაღალ დონეზე სხვადასხვა ძალები მოქმედებენ. მიმაჩნია, რომ კომისიის მუშაობა ძალიან სერიოზული საქმეა და ჩვენს ხელისუფლებას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვინაიდან ის, რასაც ჩვენი ოფიციალური პირები აცხადებენ, მე უმეტესობას ვეთანხმები, მაგრამ არის ბევრი რამ, რომელშიც სოლიდური ბაზა ნაკლებად მოსჩანს. აქ საჭიროა სამართლებრივი, სამხედრო და მორალური ფაქტების სერიოზული კონსოლიდაცია და სასწორზე დადება. რასაკვირველია, ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა ძირითადი ამოცანა ექნება განსაზღვრული კომისიას. ახლა ტენდენცია, რომელიც დასავლეთის პრესაში გამოჩნდა და ჩვენ გვამტყუნებენ, ეს ტენდენცია თუ კომისიას გადაედო, ეს ძალიან ცუდი იქნება.
რაც შეეხება ამგვარი საერთაშორისო კომისიების მუშაობას. ფაქტ-ფაინდინგის, ფაქტების დამდგენი კომისიების მუშაობის პრაქტიკა, რა თქმა უნდა, არსებობს. ფაქტ-ფაინდინგი იყო, როდესაც სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის ფაქტებთან დაკავშირებით კომისია შეიქმნა, ანალოგიური კომისია მუშაობდა ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ ვითარება რთულია იმის გათვალისწინებით, რომ, ბოდიშის მოხდით ვიტყვი, ეუთომ და გაეროს უშიშროების საბჭომ, პრაქტიკულად, ჩაისვარა. თაგვებივით დაწვნენ და თითქოს არც არსებობენ. რატომ? იმიტომ, რომ კონსენსუსის პრინციპი დღეს მავნებელია. კონფლიქტში ჩათრეულ ისეთ სახელმწიფოს როგორიც რუსეთია, შეუძლია ვეტო დაადოს ყველა გადაწყვეტილებას და პროცესი პარალიზებულია. კონსენსუსის გზით გადაწყვეტილების მიღება თანამედროვე საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო წესრიგის უდიდესი ნაკლია.
თუმცა, უშიშროების საბჭოს 27-ე მუხლის მესამე პარაგრაფის მიხედვით, მას უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი. თუ უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მუდმივი წევრი არის კონფლიქტის მხარე, მან თავი უნდა შეიკავოს ხმის მიცემისაგან. უშიშროების საბჭოს უფლება აქვს განიხილოს და შესაბამისად გადაწყვეტილება მიიღოს აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით, მაგრამ ამის მაგვარი არაფერი მომხდარა. დიდი, გიჟი სახელმწიფოს ფაქტორს გარკვეული დაბნეულობა შეაქვს როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს, ისე ეუთოს მუშაობაში და საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში.
ფაქტ-ფაინდინგის საფუძველზე გენერალურ ასამბლეას და უშიშროების საბჭოს შეუძლია გადაწყვეტილებისა და რეზოლიციის მიღება, მაგრამ კონფლიქტი, რომლის შემთხვევაში რუსეთი ყოფილიყო ჩართული და გადაწყვეტილება მიღებულიყო, ვერ ვიხსენებ.
_ გასაგებია, რომ რუსეთი არც ენერგიასა და არც ფინანსებს არ ზოგავს საიმისოდ, რომ დასავლეთში ომის ქართულ ვერსიაში სერიოზული ცვლილებები შეიტანოს. რჩება შთაბეჭდილება, რომ დასავლეთში საზოგადოებრივი აზრი საქართველოს საწინააღმდეგოდ იცვლება. რუსეთის აქტიურობის გარდა, კიდევ რით შეიძლება იყოს გამოწვეული საქართველოსადმი დამოკიდებულებაში ცვლილება?
_ ამ საკითხზე მე სერიოზულად ვფიქრობ. აქ შეიძლება ორი მიზეზი იყოს: ერთი, რომ ევროპამ ბოდიში და ჩაისვარა. ისევე როგორც 1921 წელს ევროპამ დატოვა საქართველო პირისპირ ბოლშევიკ-ბანდიტებთან, იგივე მეორდება ახლა. ევროპას არ უნდა რუსეთთან დაპირისპირება. სამი სახელმწიფო გამოკვეთილია _ საფრანგეთი, გერმანია და იტალია. თუ ვიმსჯელებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მილიბენდის განცხადებით, ბრიტანეთი ძალიან საჩვენოდაა განწყობილი. გარდა მაგისა იქ პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნებიც ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებენ. ერთიც რომ წინააღმდეგი იყოს, გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ და ვერ გააგრძელებენ მოლაპარაკებას რუსეთთან.
ის, რომ რუსეთს მოიყვანენ და დაელაპარაკებიან, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. შორიდან საუბარს, როგორც ამას სარკოზი აკეთებდა და საბუთებს აქეთ-იქეთ აფრიალებდა და ახლა, როცა შეთანხმების არც ერთი პუნქტი შესრულებული არ არის და გვიცხადებს, რომ ექვსი პუნქტიდან ოთხი შესრულებულიაო, ეს პოზიციის სერიოზული შეცვლაა. არ გამოვრიცხავ, რომ დასავლური პრესა, რომელიც ახლა რუსეთის სასარგებლო მასალებს აქვეყნებს, იმ სახელმწიფოების მიერ იყოს მართული, რომლებიც მხარს რუსეთს უჭერენ. დასავლეთი ვერ აცნობიერებს, რომ ისინი რაც უფრო მეტს წაუწვებიან რუსეთს, მოსკოვი მათგან სულ უფრო მეტს მოითხოვს. ამის მაგალითად ჰიტლერის მოქმედებებიც საკმარისია.
_ იმისათვის, რომ კომისიის მუშაობა საქართველოსათვის სასარგებლო აღმოჩნდეს, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ?
_ არავის არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჯგუფს, რომელიც ჩვენი მხრიდან ამ საკითხებზე მუშაობს, კომპეტენტურობა აკლია. დოკუმენტებზე მუშაობისა და დოკუმენტების ცოდნის ნაკლოვანება აქვს. აქ უნდა იცოდე ყოველი მძიმის, წერტილის, ყოველი ფრაზის მნიშვნელობა. როდესაც პირადად მე შემოვიტანე ტერმინი "აფხაზეთი, საქართველო" და შემდეგ წინადადება გრძელდებოდა, კარგი იყო, მაგრამ როცა სხვა დოკუმენტებში დაიწყეს ასეთი რამის წერა "აფხაზეთი, საქართველო, და სხვა ტექსტი მიჰყვებოდა, გამოდიოდა, თითქოს საქართველო და აფხაზეთი ერთ დონეზე არიან.
ეხლა ტალიავინის კომისიაზე დაიწყება დოკუმენტებით თამაში და ფაქტებით ეკვილიბრისტიკა და ჩვენ უნდა შევაგროვოთ რაც შეიძლება მეტი ფაქტები. მე ვიცი, რომ იუსტიციის სამინისტროში ძალიან კარგი ფაქტებია შეგროვებული. აქტიურად უნდა იმუშაოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ჩვენმა კომისიამ ძალიან ობიექტურად უნდა შეამოწმოს ყველაფერი და არა ტაშფანდურით ჩაატაროს მთელი ეს გამოძიება. ჩვენ რაც უფრო თვითკრიტიკულები ვიქნებით, მით უფრო ნაკლებად კრიტიკული იქნება ჩვენს მიმართ საერთაშორისო კომისია. ჩვენმა საპარლამენტო კომისიამ ტალიავინის კომისიას მასალაბიც უნდა მიაწოდოს, მაგრამ ამ მასალაში ყველაფერი ძალიან ობიექტურად უნდა იყოს შესწავლილი და წარმოდგენილი.
ამ საკითხში ხელისუფლებისადმი ოპოზიციის პოლიტიკურმა სიმპატიებმა უკანა პლანზე უნდა დაიწიოს. მე არ ვეთანხმები იმ ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც ხელისუფლებას საომარი მოქმედებების დაწყებას აბრალებს და ხელისუფლების გადადგომის საკითხს აყენებს. ამას ლაპარაკობდა რუსი ჯარისკაცი, რომელიც საქართველოში ჩამოსვლის მიზეზად საქართველოს მოსახლეობის სააკაშვილის მმართველობიდან განთავისუფლებას ასახელებდა. ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გააცნობიეროს, რომ საგარეო პოლიტიკურ საკითხებში ჭკუა და წინდახედულობა გვმართებს და რაც შეეხება საშინაო საქმეებს, აქ აზრთა სხვადასხვაობა აბსოლუტურად გასაგებია.
მაშინ, როცა ჩვენს მიმართ დასავლეთში სიმპატიების ვაკუუმი ჩნდება, დღეს ხელისუფლებას არ უნდა შეუშალოთ ხელი სერიოზული საკითხების მოგვარებაში.
"ინტერპრესნიუსი"
კობა ბენდელიანი