↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Იდესპანი

იააპ დე ჰოოპ სხეფერი - ნატომ უნდა გადახედოს თავის ურთიერთობებს რუსეთთან

pikaso22 1 წთ კითხვა 922 0 კომენტარი

ნატომ უნდა გადახედოს თავის ურთიერთობებს რუსეთთან

ნატომ უნდა გადახედოს თავის ურთიერთობებს რუსეთთან, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა ვალენსიაში, ნატოს 54-ე საპარლამენტო ასემბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სხეფერის თქმით, აგვისტოს კონფლიქტის დროს რუსეთის მიერ "არათანაბარი ძალის" გამოყენება აიძულებს ალიანსს, აღნიშნულ პარტნიორთან თავის ურთიერთობებს "გადახედოს", თუმცა ეს ურთიერთობები არ შეწყვიტოს, რადგან ის წარმოადგენს საუკეთესო სტრატეგიულ აქტივს, რომელსაც საერთაშორისო უსაფრთხოება საჭიროებს.
"რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის შემდეგ ჩვენ ვერ შევძლებთYისე მოვიქცეთ, თითქოს არაფერი მომხდარა. მით უმეტეს არსებულმა მდგომარეობამ არ უნდა იქონიოს გავლენა არც რუსეთთან ურთიერთობაზე და არც ალიანსის გაფართოებაზე", - განაცხადა სხეფერმა.
სხეფერი გამოთქვამს იმედს, რომ რუსეთი ახალი ევროპის ნაწილი გახდება და "სხვა მხარეს" არ დარჩება
www.InterPressNews.ge
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · მსოფლიო

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი