ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი შეიცვალა
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი შეიცვალა
| [საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”] ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი შეიცვალა. მხარეებს შორის მხოლოდ შიდა კონსულტაციები გაიმართება. აღნიშნული ფორმატი მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეების სტატუსის განსაზღვრას არ საჭიროებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კონსულტაციებში მონაწილეობას აფხაზური და ოსური მხარეებიც მიიღებენ. ”ქართული მხარე მიმდინარე პროცესში რუსეთის მარიონეტების მონაწილეობას კვლავ აპროტესტებს, მაგრამ დიალოგი მაინც გარდაუვალია. ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევით საქართველო სასურველ შედეგს ადრე თუ გვიან მიაღწევს და რუსული აგრესიისაგან საბოლოოდ გათავისუფლდება”, - განაცხადა საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ. ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე ქართთულ დელეგაციას სწორედ გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს. როგორც ცნობილია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ქართულმა დელეგაციამ სეპარატისტების მონაწილეობისადმი პროტესტის ნიშნად დატოვა. |
