სკანდალური რეპორტაჟი ნიქოზიდან
სკანდალური რეპორტაჟი ნიქოზიდან
...ნიქოზისკენ მიმავალი ავტობუსი ხალხითაა გაჭედილი. “ეს ხალხი, შვილო, ყველა ნიქოზში კი არ მოდის, ზოგი შინდისში ცხოვრობს. ზემო ნიქოზში, ვინც ომის შემდეგ ამოვიდა, ნაწილი ისევ უკან დაბრუნდა,” _ მიხსნის გვერდით მჯდომი შუახნის ქალბატონი.მალე შინდისიც გამოჩნდა...
“აქ გამნაღმველები დღემდე მუშაობენ და სროლის ხმაც ხშირად ისმის, _ აგრძელებს ქალბატონი, _ რუსებმა მთელი ეს ტერიტორია და ბაღები დანაღმული დატოვეს. მოსავალს ვერ ვიღებთ, მთელი ნაშრომ-ნაწვალები დაგვილპა.”
ამასობაში ქვემო ნიქოზიც გამოჩნდა. ავტობუსიდან კადრი-კადრს ცვლის... სოფლის ცენტრში ვჩერდებით. ავტობუსში ჩანთამოკიდებული ათამდე ბავშვი და რამდენიმე უფროსი ამოდის, პედაგოგები არიან. ბავშვები კონტაქტში მალე შემოდიან. 11 წლის ნინოს კარგად ახსოვს პირველი გასროლა. ეს 5 თუ 6 აგვისტოს იყო... ისიც ახსოვს, როგორ ტოვებდნენ მეზობლები სახლებს და როგორ ყოყმანობდა მამა, დაეტოვებინა თუ არა სოფელი.
“ორ წუთში ჩემს სკოლას დაგანახებ, _ მეუბნება 8 წლის ზურა და ავტობუსის ფანჯარას ორივე ხელით აღებს, _ აი, აი, ხედავ? იქ რომ ნანგრევებია, პირველ კლასში მანდ ვსწავლობდი, ომის დროს სამი ბომბი დაეცა და ახლა ზემო ნიქოზის სკოლაში დავდივარ, მაგრამ მე მაინც აქ მირჩევნია...”
საუბარში პედაგოგები ერთვებიან.
“ზემო ნიქოზის სკოლა, რომელიც ომის შემდეგ გაარემონტეს, ჩვენგან რამდენიმე კოლომეტრითაა დაშორებული, პატარაა. ამიტომ ქვემო ნიქოზის ბავშვებს დღის მეორე ნახევარში ეწყებათ სწავლა. სოფლიდან სოფლამდე ხშირად ფეხით დავდივართ,” _ ამბობს ნაილი მასწავლებელი.
ხელმარჯვნივ კორპუსები გამოჩნდა, განაცრისფერებული და უსიცოცხლო.
_ რომელი სოფელია? _ მიამიტურად ვკითხულობ.
_ ეს ცხინვალია! _ პასუხმა გამაოგნა.
...უკვე ზემო ნიქოზში ვართ... მე-6 საუკუნის მრავალომგადახდილი ტაძარი ისევ მხნედ დგას. ზემო ნიქოზის ეპარქიაში დედათა და მამათა მონასტრებია, სადაც მშვიდობისა და ერთიანობისთვის წირვა-ლოცვა ომის დროსაც აღევლინებოდა.
სოფლის ორღობეში ადგილობრივი მოსახლეობა გხვდება, პლედები და ქურთუკები უჭირავთ.
“აი, ამას გვირიგებენ, ეს გაგვათბობს ზამთარში? თანა, ესეც ყველას არ ერგება. ჯერ 50 ოჯახს მისცეს, ახლა _ 25-ს. შეშა გვინდა ზამთრისთვის, თორემ მალე აქ გაჩერება შეუძლებელი გახდება... ღამ-ღამობით ოსები გადმოდიან და პირუტყვს იპარავენ. აქ არც საჭმელია და არც _ სასმელი. ჩვენი ხილი და ბოსტნეული ბაღებში ლპება. იქაურობა ჯერ კიდე დანაღმულია და გვეშინია შესვლა, თანაც ჩვენი სოფელი ცხინვალიდან ხელისგულივით ჩანს და ფერდობებსაც კარგად ათვალიერებენ ოსები”, _ ამბობს სამოც წელს გადაცილებული ვანო ზამუკაშვილი.
ლამზირა ბებო, რომელსაც ომის დროს სოფელი არ მიუტოვებია, სახლში მეპატიჟება. “ეზოს შესასვლელში ჭურვი ჩამოვარდა. მერე, რუსები ზევით ავიდნენ, ფულს და ოქროს ეძებდნენ. მთლიანად გაანადგურეს, დალეწეს და დაამტვრიეს ავეჯი და ჭურჭელი. ჭურვი რომ ჩამოვარდა, აფეთქების ძალამ ფანჯრის მინები დაამსხვრია. ახლა სამ-სამი მეტრი “ცელოფანი” დაგვირიგეს, ეს ააკარითო.”
“არანაირი დახმარება არ მიგვიღია. მთავრობა 10 ოქტომბერს რომ ამოვიდა, მაშინ, როცა ჩვენი დაბრუნება დაიწყო, იმის მერე არავის მოვუკითხივართ. აქამდე დენიც არ გვქონდა, დავალიანება გაქვთო. ახლა რაღაც გაარკვიეს და გვეუბნებიან, 80 ლარი უნდა გადაიხადოთო. ჩვენ თუ დენი არ გვექნება, წყალიც არ გვექნება, რადგან წყალს “მატორებით” ჭებიდან ვიღებთ,” _ წუხს ირაკლი ლომთაძე.
“ტელევიზორში რომ ამბობენ, ცხინვალი ნიქოზიდან სამ კილომეტრშიაო, ტყუილია. აი, კორპუსები რომ ჩანს, ეს უკვე ცხინვალია, იქამდე 300 მეტრია. ჩვენ ბომბზე ვზივართ. ოსებს კიდე ათი ქართული სოფელი უკავიათ, ნიქოზში კი ვართ ქართველები, მაგრამ რათ გინდა, ვინც ომის შემდგომ ამოვიდა, ნაწილი ისევ უკან დაბრუნდა. აქ არანაირი პირობები არ გვაქვს, თან ყოველ საღამოს სროლის ხმა ისმის და ვერ ვგებულობთ, ქართველები ისვრიან, ოსები თუ რუსები. აქ შიმშილი და სიცივეა, თუ ზამთრამდე არ მოგვაქცევენ ყურადღებას, ალბათ, აქედან, კიდე ბევრი წავა,” _ საუბარში ერთვება ჭაღარა მამაკაცი.
...ნიქოზელებთან დიდხანს ვისაუბრე. თბილისისკენ მომავალმა “ენერგოპროჯორჯიას” გორის ფილიალში შევიარე. მინდოდა, გამერკვია, რატომ სთხოვენ ნიქოზელებს 80 ლარს. როგორც ამიხსნეს, ომის შემდეგ ბუფერულ ზონაში არსებულ 38 სოფელში დავალიანებამ 143 000 ლარი შეადგინა. ხელისუფლებამ აგვისტო-სექტემბერის თვეების დაფარვა კომპანიას თავად აღუთქვა. დანარჩენის გადახდა კი მოსახლეობას მოუწევს. აგვისტოს მოვლენების დროს კი, გადამცემი ხაზები მთლიანად დაზიანდა. როგორც მოსახლეობა ამბობს, სწორედ ამ მიზეზით არ იყო სოფელში ელექტროენერგია. აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დამთავრადა. კომპანია ივლისის თვის გადასახადის ამოღებასაც გეგმავს, თუმცა ამ ეტაპზე ხელისუფლებასთან კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, დავალიანების გამო, ამ ეტაპზე, არც ერთი სოფელი არ არის გამორთული. უფრო კონკრეტული ინფორმაციისთვის “ენერგოპროჯორჯიას” გორის ფილიალიდან სათაო ოფისში გადამამისამართეს.
გორის რაიონის გამგებელი, დავით ხმიადაშვილი კი ამბობს, რომ “მაგათ აქვთ დავალიანება ივლისის თვის, ამიტომ მოხდა იქ დენის გამორთვა. მათ მათივე მრიცხველებზე ნაჩვენები დანახარჯის გადახდა მოუწევთ, რომელსაც თავადაც ეთანხმებიან. რაც შეეხება სურსათს. ამ კუთხით გაერო და წითელი ჯვარი მუშაობს. გათბობას კი შეშით ვუზრუნველვყოფთ, რისთვისაც უკვე გამოყოფილი გვაქვს ტყე-კაფი. მოვიდნენ მანქანებით, საწვავს ჩვენ ჩავუსხამთ და მოჭრან.”
დავით ხმიადაშვილის თქმითვე, ნიქოზში სამშენებლო კომპანიები უკვე მუშაობენ, რომლებიც სახურავების და სხვადასხვა სახის დაზიანებების შეკეთებას აწარმოებენ. თუმცა, ამის შესახებ სოფლის მოსახლეობა არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. დაწყებული სამუშაოები ვერც მე შევამჩნიე... ნიქოზში სახლებზე მხოლოდ ლურჯი “ცელოფანები” ფრიალებს...
მარიკა ვაჭარაძე
www.fact.ge