აშშ-ს დაზვერვა მომავლის განჭვრეტას ცდილობს
| [”ინტერპრესნიუსი”] აშშ-ს დაზვერვის ეროვნულმა საბჭომ მოხსენება მოამზადა, რომელიც ეხება ჩვენი პლანეტის მომავალს უახლოესი 25 წლის მანძილზე, - იუწყება ”ლენტა.რუ”. დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს მსოფლიოში გაიზრდება ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე, გლობალური დათბობა რუსეთს აყვავებაში დაეხმარება, ხოლო ამერიკული დოლარი დაკარგავს თავის როლს წამყვან მსოფლიო ვალუტებს შორის. დაზვერვის ეროვნული საბჭო (NIC) არის ორგანო, რომელიც იკვლევს და აცნობს ხელისუფლებას ახალი მსოფლიო საფრთხის და შესაძლებლობების შესახებ. - ”რაც შეეხება აშშ-ს, მათი გლობალური გავლენა მსოფლიოში შემცირდება, რადგან ქვეყნის რესურსები უცხოეთიდან ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებზე გადავა”, - იუწყება ამერიკული დაზვერვა თავის მოხსენებაში. |
