ოსი ეროვნების მოქალაქეებმა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ სოფელ პერევთან საპროტესტო აქცია გამართეს
ოსი ეროვნების მოქალაქეებმა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ სოფელ პერევთან საპროტესტო აქცია გამართეს
ქუთაისში მცხოვრებმა ოსი ეროვნების მოქალაქეებმა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია საჩხერის რაიონის სოფელ პერევთან გამართეს.
აქციის ორგანიზატორი ქუთაისში მოქმედი ~ოსთა კავშირის~ თავმჯდომარე ამირან კაზმაჩოვი იყო.
აქციის მონაწილეები უკანონო რუსულ ბლოკ-საგუშაგოსთან მივიდნენ და ოკუპანტებს რუსულად შედგენილი საპროტესტო წერილი გადასცეს.
კაზმაჩოვის განცხადებით, წერილი რუსი ჯარისკაცების ხელმძღვანელობასაც გაეგზავნება.
“ოსები და ქართველები ისტორიულად ერთ მიწაზე უპრობლემოდ ვცხოვრობდით. ჩვენ ურთიერთობაში არ გვჭირდება შუამავლები. მესამე ძალას მხოლოდ სიტუაციის დაძაბვა შეუძლია და არა - განმუხტვა”, - აღნიშნულია წერილში.
ამირან კაზმაჩოვის თქმით, ქუთაისში ორის ეროვნების ათეულობით ადამიანი ცხოვრობს და წარმომავლობის გამო პრობლემები არასდროს შექმნიათ.
საპროტესტო აქცია რამდენიმე წუთი გაგრძელდა და ექსცესების გარეშე დასრულდა.
www.InterPressNews.ge
