რუსეთისგან აგრესიის გამეორებას აპრილისთვის ვარაუდობენ
საპარლამეტო ფრაქცია ”ძლიერი საქართველოს” წევრი პაატა დავითაია რუსეთის მიერ მორიგი სამხედრო აგრესიის გახორცილებაზე საუბრობს და ამ საფრთხეს ”საკმაოდ რეალურად” მიიჩნევს.
დავითაია არ გამორიცხავს, რომ ”შესაძლებელია, საქართველოში მოვლენები აგვისტოს მოვლენებზე უფრო მძიმე სცენარით განვითარდეს”.
ამის თქმის საფუძველს დეპუტატს კონფლიტის ზონებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა, ახალგორის, კოდორის ხეობის და პერევის ფაქტორი, ასევე ორი დღის წინ საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებზე გახორცილებული თავდასხმა აძლევს.
- ”საქართველოში რუსეთის აგრესია არ დამთავრებულა. ეს აგრესია დღემდე გრძელდება და შესაძლოა, მოვლენები იმაზე უარესი სცენარით განვითარდეს, ვიდრე აგვისტოში” - განაცხადა დავითაიამ.

ამასთან დეპუტატი, საერთაშორისო საზოგადოებას, რუსეთის შეჩერების და მასზე ზეწოლის ბერკეტების უფრო აქტიურად გამოყენებისკენ მოუწოდებს.
საქართველოში რუსული ინტერვენციის განმეორებას არ გამორიცხავს არც საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი და აცხადებს, რომ ”რუსეთი არის აგრესიული დათვი, რომელიც თათს ისევ საქართველოსკენ იქნევს”.
- ”იმის ალბათობა, რომ რუსული მხარე საქართველოს ოკუპირებას და კავკასიაში საკუთარი გეგმების განხორციელებას კიდევ ერთხელ შეეცდება, დიდია. ქართულმა მხარემ რუსეთის აგრესიას პირველ რიგში, დასავლეთის პოზიციები და პოლიტიკური მხარდაჭერა უნდა დაუპირისპიროს”, - განაცხადა თემურ იაკობაშვილმა
მისი განცხადებით ”რუსეთი აგრესიული დათვია, რომელიც საქართველოსკენ ხან თათს, ხანაც სხვა რამეს იქნევს”. თემურ იაკობაშვილის მოსაზრებებს რუსი პოლიტოლოგების გარკვეული ნაწილი და ამერიკელი ექსპერტებიც იზიარებენ.
რუსი პოლიტოლოგი და ჟურნალისტი პაველ ფელგენგაუერი მომავალი წლის აპრილში რუსეთ-საქართველოს ომის განახლებას პროგნოზირებს.
- ”რუსეთის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის, საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და მისი მოადგილის გრიგორი კარასინის რიტორიკა საომარი და საფრთხისშემცველია. რუსეთ-საქართველოს შორის ომი 2009 წლის აპრილში განახლდება. ეს ინფორმაცია რუსული პოლიტიკური წრეების ოფიციალურმა პირებმა დამიდასტურეს”, - განაცხადა ფელგენგაუერმა ტელეკომპანია ”იმედის” გადამღები ჯგუფისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში
მანვე დასძინა, რომ ”რუსული მხარე ომის განახლებისაგან ამ ეტაპზე თავს მხოლოდ ზამთრის დადგომის გამო იკავებს”.
ამასთან, მისივე თქმით, ”რუსულმა მხარემ ჩათვალა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი დაემხო და ცეცხლი სწორედ ამ მოტივით შეწყვიტა”.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის აზრით, ”რუსეთს საქართველოზე პოლიტიკური გავლენა პრაქტიკულად არ აქვს და საქართველოს მართვის სადავეებთან კრემლისთვის მისაღები ხელისუფლების მოსვლის საშიშროება მინიმალურია”.
ამასთან, მან მოსკოვთან დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე მიუთითა ”რუსეთი უარს ამბობს საქართველოს პრეზიდენტთან დიალოგზე, არც საქართველოს პრეზიდენტია რუსეთთან დიალოგისთვის მზად და აცხადებს, რომ რუსეთთან ისაუბრებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიას დატოვებს”, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა
ნოღაიდელის აზრით, ”რუსეთთან დაკავშირებული საკითხების გადასახედად საქართველოს პრეზიდენტმა თუნდაც არაფორმალური მექანიზმი უნდა შექმნას”.