გორის ოკუპაციის შესახებ პატაკი ასლან აბაშიძემ რუსი გენერლისგან პირადად ჩაიბარა
საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]
ვანო მერაბიშვილმა აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას ასლან აბაშიძისა და რუსი გენერლის ბორისოვის სატელეფონო საუბარი წარუდგინა.
ვანო მერაბიშვილმა აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას ასლან აბაშიძისა და რუსი გენერლის ბორისოვის სატელეფონო საუბარი წარუდგინა.
სატელეფონო საუბარში ასლან აბაშიძე ეუბნება ბორისოვს, რომ ის გორის კომენდანტი იყო, ბორისოვი დეტალურად აღუწერს აბაშიძეს გორის ოკუპაციის ფაქტს, კერძოდ, იმას, თუ როგორ აიღო რუსულმა ჯარმა გორი და როგორ აპირებს საქართველოს სააკაშვილის რეჟიმისგან გათავისუფლებას, რასაც აბაშიძე კმაყოფილებით ხვდება.
ბორისოვმა ასლან აბაშიძეს გათავისუფლებული რომან დუმბაძეც დაალაპარაკა. დუმბაძე ეუბნება აბაშიძეს, რომ ”თვალზე ცრემლები მოსდის, ისე ენატრება
