რუსეთის მტკიცებით, არსებობს ძალა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში არეულობის დანერგვას ცდილობს
- ”ჩრდილოეთ კავკასიაში ყოველ დღე ხდება სამწუხარო მოვლენები, მაგრამ ვიღაცას არ მოსწონს ზომები, რომელსაც ხელისუფლება იქ ატარებს სიტუაციის ნორმალიზაციისთვის,” - განაცხადა რუსეთის ფედერალური საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა.
მან ვლადიკავკაზის მერის ვიტალი კარაევის მკვლელობაზე კომენტირი გააკეთა და აღნიშნა, რომ ვიღაცა დესტრუქტიულ ძალებს იყენებს და ნაციონალური ნიშნით არეულობის გამოწვევას, სახელისუფლებო ორგანოებისადმი ზიზღსა და ტერორისტული მოქმედებების სერიების დაწყებას ცდილობს.
”ასეთი მცდელობები არის, მაგრამ ჩვენს რეგიონებში სიტუაციის დესტაბილიზაციას ვერავინ შეძლებს. ჩვენ ვიცით თუ ვინ დგას ამ აქციების უკან, ვის აწყობს ეს არეულობა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მათ წინ აღვუდგეთ და მკაცრად დავსაჯოთ ისინი, ვინც ჩვენს კონსტიტუციურ წყობაზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე ხელს აღმართავს,” - განაცხადა მირონოვმა.
