↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ვდესპანი

ვახტანგ მაისაია: ”ქართულმა მხარემ უნიკალური შეიარაღების გადარჩენა შეძლო

maxsimas 1 წთ კითხვა 1501 0 კომენტარი
[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ქართული მხარის მიერ საჩხერის სამხედრო ბაზიდან ტექნიკის იმერეთის ტყეებში გადამალვის ფაქტს ადასტურებს და ამ ქმედებას ”საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობის ერთ-ერთ ყველაზე გონივრულ და წარმატებულ” ნაბიჯად აფასებს.

მაისაიას განცხადებით, ”ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ საჩხერის სამხედრო ბაზის მიმართ რუსეთის დაინტერესება ძალიან დიდი იყო, რადგან აღნიშნული ბაზა ჯავასთან ახლოსაა”.

”გარდა ამისა, რუსებს იქ სამხედრო დაჯგუფების შექმნის ვარიანტიც ჰქონდათ. თუნდაც პერევში დგომის ფაქტი და ის, რომ იქიდან გასვლა არ სურთ, მათი მხრიდან საჩხერის ბაზის მიმართ დაინტერესებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ქართულ მხარეს ნამდვილად ჰქონდა წინასწარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსის ჯარი საჩხერისკენ მიემართებოდა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ბაზიდან სამხედრო ტექნიკის ევაკუაცია წარმატებულად განხორციელდა. ქართულმა მხარემ უნიკალური შეიარაღების გადარჩენა შეძლო. საბოლოოდ ფაქტი ქართული შეიარაღებული ძალების წარმატებად შეიძლება, ჩაითვალოს”, - განაცხადა მაისაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ საჩხერის სამხედრო ბაზიდან იმერეთის მთებში სამხედრო ტექნიკა გაიტანა, რადგან მიღებული ჰქონდა ინფორმაცია, რომ ტექნიკის გასანადგურებლად ბაზაზე რუსული ჯარი გეგმავდა შესვლას.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · 2008 წლის ომი და ოკუპაცია

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი