თუ ოდესმე ყოფილა საუკეთესო დრო ომისათვის, მაშინ ეს სწორედ ის შემთხვევაა
ექს-საბჭოთა ბლოკის ქვეყნები, უნგრეთიდან დაწყებული უკრაინით დასრულებული, მწვავე ფინანსური კრიზისის პირისპირ აღმოჩდნენ. თუმცა, საქართველომ, რომელიც ომის გამო ძალიან დაზარალდა, შეიძლება ითქვას, რომ თავი დააღწია მას. მიზეზი - ისევ ომია.
საქართველომ აშშ-ს რეკონსტრუქციის დახმარების ფონდიდან, ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი აგვისტოს ომის შემდეგ, მალევე მიიღო და ამ თანხამ საქართველოს ბიუჯეტში არსებული გარღვევები შეავსო. ფინანსური დოტაცია კომერციული და ინფრასტრუქტურის პროექტების დაფინანსებას შეეხიდა, რომლებიც შესაძლოა საერთოდ ჩავარდნილიყო.
- ”თუ ოდესმე ყოფილა საუკეთესო დრო ომისათვის, მაშინ ეს სწორედ ის შემთხვევაა”, - ამბობს როი საუთვორთი, მსოფლიო ბანკის რეგიონალური მენეჯერი
საქართველოს განსაკუთრებით გაუმართლა, როცა 23 ოქტომბერს ბრიუსელში საერთაშორისო დონორთა კონფერენცია შედგა. აქ ქვეყნებმა 4,5 მილიარდი დოლარი გაიღეს საქართველოსთვის. ეს აუცილებლად დაეხმარება ქვეყანას იმ სიცარიელის ამოვსებაში, რაც ომის შემდგომ ინვესტირების სფეროში გაჩნდა.
- ”ფინანსური კრიზისის ყველაზე კრიტიკული პერიოდი დონორთა კონფერენციიდან რამდენიმე დღის მერე დადგა. ძნელი სათქმელია, მთავრობები ასეთივე მოწადინებულნი ყოფილიყვნენ თანხის გაცემაზე სხვა დროს”, - აცხადებს საუთვორთი.
საქართველოს ბოლოდროინდელი სწრაფი ეკონომიკური ზრდა ძირითადად უცხოური ინვესტიციების ხარჯზე მოდიოდა, რამაც 2007 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 20% შეადგინა. მაგრამ, ომმა ყველაფერი რისკის ქვეშ დააყენა.
ყაზახებმა სექტემბერში განაცხადეს, რომ აღარ აპირებენ 1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელებას ბათუმის ნავთობ-გადამამუშავებელ ქარხანაში, ხოლო ოქტომბერში ალაპარაკდნენ გაზის სადისტრიბუციო კომპანიის შესაძლო გაყიდვაზეც.
ყაზახეთი საქართველოში მთავარი ინვესტორია, მაგრამ მან ფრთხილად უნდა მოახდინოს თავისი ინტერესების ბალანსირება, რათა პარალელურად უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის - რუსეთის უკმაყოფილება არ გამოიწვიოს.
ეკონომიკური ზრდის მკვეთრ ვარდნასთან ერთად (12,4%-დან 3,5%-მდე მსოფლიო ბანკის პროგნოზებით), უმუშევრობა იზრდება, ეს არის რეალური პერსპექტივა, რაც ძალიან აწუხებს მთავრობას.
- ”საქართველოს მთავრობას შეუძლია აიღოს კრედიტი ეკონომიკური სტაბილურობის გასამყარებლად. ომის პერიოდში და მის შემდეგ”, - ამბობს საუთვორთი.
განსხვავებით სხვა აღმოსავლეთ ევროპული ეკონომიკებისგან, საქართველოს არ ჰქონდა მასიური დეფიციტის დიდი ზრდა ფინანსურ კრიზისამდე. მთავრობამ კი ახლახანს განაცხადა, რომ ეკონომიკის სტიმულაციისათვის საშემოსავლოს განაკვეთს 5%-ით დაწევს მომავალი წლის იანვარში.
ამერიკული ერთ მილიარდიანი დახმარებიდან დაახლოებით 750 მილიონი უკვე აკუმულირებულია, საიდანაც 250 მილიონი მთავრობის ბიუჯეტის შევსებაზე დაიხარჯება სოციუმისთვის მეტად მგრძნობიარე პენსიების და ხელფასების დასაფარად.
საქართველოს ჰყავს ფანები უცხოურ საინვესტიციო საზოგადოებაში, რომლებიც მოთმინებით იცდიან და ელოდებიან მოვლენების დადებითად განვითარებას. წელს მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ რეიტინგში საქართველო მსოლფიოს 15 საუკეთესოთა შორის მოხვდა. 2005 წლის მოანცემით საქართველო 112-ე ადგილზე იყო.
”უცხოელი ინვესტორები, ვინც უკვე დრო და ფული დახარჯა, საქართველოში აგრძელებენ საქმიანობას, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვე შეჩერებულნი იყვნენ”, - ამბობს დევიდ ლი, მაგთიკომის გენერალური დირექტორი, - ”მაგრამ ყველაზე დიდი საკითხავი ისაა - შემოვლენ თუ არა ახალი ინვესტორები?”
როი საუთვორთი უთითებს ხუთვარსკვლავიან სასტუმროზე, რომელიც ქალაქის საქმიან ნაწილში შენდება და ამბობს, რომ ომის მიუხედავად მსგავსი კომპლექსების უმრავესობა ომამდე არსებული გრაფიკით დასრულდება.
ერთ-ერთი მათგანი, Hyatt International LLC 30 მილიონიან იაფ კრედიტს მიიღებს აშშ-ს კერძო საინვესტიციო კორპორაცია OPIC-დან, რომელმაც ოქტომბერში, 7 პროექტისთვის, სესხის 176 მილიონიანი პაკეტი შეიმუშავა.
