თურქი ექსპერტი: საქართველოს ნატო-ს წევრობის შანსი ექნება, თუ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე სამუდამოდ ი
ვისაც იმედი ჰქონდა, რომ სამხრეთ ოსეთის ომის შემდეგ საქართველო ნატო-ს წევრი გახდებოდა, მოლოდინები გაუცრუვდა: უკრაინასა და საქართველოს უარი უთხრეს ”მაპზე”, - განუცხადა ”რეგნუმს” თურქული ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ექსპერტმა ბურჩუ გიულტეკინმა.
მისი თქმით, ეს უარი იმას უკავშირდებოდა, რომ ნატო-ს რუსეთის საწინააღმდეგო პოზიციაზე ყოფნა აღარ სურდა.
- ”საქმე შემდეგნაირად არის: საქართველოს ნატო-ს წევრობა არ შეუძლია. ასეთი შესაძლებლობა საქართველოს მხოლოდ მაშინ ექნება, თუ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დაივიწყებს და ამ ტერიტორიებზე უარს იტყვის”, - აღნიშნა გიულტეკინმა.
მან დასძინა, რომ სახელმწიფო ვერ გახდება ნატო-ს წევრი, თუ მის ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოთა ბაზებია, ასეთი კი არის როგორც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ისე თვითონ საქართველოში.
მისი თქმით, ალიანსში გაწევრიანების შანსი საქართველოს მაშინ ექნებოდა, თუ აღიარებდა ახალ გეოგრაფიულ არეალს, როგორც უდაო ფაქტს. ”თუმცა არ მიმაჩნია, რომ საქართველო ამას დათანხმდება”, - აღნიშნა მან.
საქართველო-ნატოს თანამშრომლობაზე საუბრისას ინდივიდუალური პარტნიორობის ფარგლებში, მან განაცხადა, რომ სომხეთს ალიანსთან ურთიერთობა იმავე პროგრამით აქვს და ის უფრო ეფექტურად ვითარდება.
- ”უბრალოდ, სომხეთის ხელისუფლებას, არ აქვს ნატო-ში გაწევრების ამბიცია. სომხები ამბობენ: რატომ გავაკეთოთ ასეთი განცხადებები, თუ ალიანსში არც კი მიგვიწვევენ. ასეთია სომხური რეალიზმი, რომელიც კომპლემენტარიზმის პოლიტიკას ეფუძნება”, - აღნიშნა ექსპერტმა.
