მოსახლეობა კოდორის ხეობას ისევ ტოვებს
[”ინტერპრესნიუსი”]
დაძაბული ვითარებაა კოდორის ხეობაში. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც აგვისტოს მოვლენების შემდეგ საცხოვრებელ სახლებს დაუბრუნდა, იძულებული გახდა, ხეობა კვლავ დატოვოს.

მათი თქმით, რუსი სამხედროების მხრიდან არის მუქარები, დაუკითხავად შედიან სახლებშიც.
ვითარებას ართულებს ის გარემოებაც, რომ კოდორის ხეობაში შეყვანილი კაზაკები და აფხაზური შეიარაღებული დაჯგუფების წევრები ხშირად ვერ თანხმდებიან, რის გამოც მათ შორის შეიარაღებული დაპირისპირებებიც ხშირია.
კოდორელები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კოდორში ქართველების ცხოვრება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია.