↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Სდესპანი

სკანდალების კვირა: ბენდუქიძეს იჭერენ, ცხინვალი ხელისუფლებამ დაბომბა და დაბნეული ბაქრაძე

maxsimas 8 წთ კითხვა 1287 0 კომენტარი
როზი ჯღამაია]
გასული კვირა სკანდალებით დატვირთული აღმოჩნდა. ჯერ იყო და სააკაშვილმა არჩევნები მილიარდნახევარი ჯდებაო - აღიარა. შემდეგ, მამუკა კაციტაძემ - კახა ბენდუქიძეს იჭერენო. პაატა დავითაიამ კი რეკორდი მოხსნა - ჟურნალისტს საიდუმლოდ გაანდო, ცხინვალი ჩვენებმა დაბომბესო.

წინასაარჩევნო კამპანია გახსნილად ცხადდება
მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ მისცა ოპოზიციას ”ხითხითის“ საფუძველი. არჩევნები მილიარდნახევარი ჯდებაო და ხელისუფლებაში ვადამდლი არჩევნების საკითხს არც კი განვიხილავთო. ამის შემდეგ, პრეზიდენტის მიერ დაუფიქრებლად წამოსროლილი ფრაზების ”გაპრავება” პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს მოუწია.

მაშინ, როდესაც ცსკ-მ ოფიციალურად გამოაქვეყნა თითოეული სუბიექტის და მათ შორის, ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის დეკლარირებული საარჩევნო დანახარჯები, სააკაშვილის მიერ დასახელებული მილიარდნახევარი არავითარ არითმეტიკულ ლოგიკაში არ ჩაჯდა.

მეორე დღეს კი ბაქრაძემ განცვიფრებული სახით იკითხა - თქვენ გგონიათ, საარჩევნო პროცესი მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიით შემოიფარგლება? მოდევნო 6 თვის განმავლობაში, ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინება შეჩერებულია. ჩვენი გათვლებით, სწორედ ამ რაოდენობის ინვესტიცია უნდა დავკარგოთ თუ, ახლა ვადამდელ არჩევნებს ჩავატარებთ და სწორედ ამას გულისხმობდა პრეზიდენტიო.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · 2008 წლის ომი და ოკუპაცია

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი