↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Რდესპანი

რუსეთს სურს, რომ ეუთომ საქართველო გაყოს

maxsimas 2 წთ კითხვა 1180 0 კომენტარი
[მარკ ჰაინრიხი, Reuters]
რუსეთის პირობის თანახმად, ეუთოს მისიამ საქართველოში მოღვაწეობისას უნდა გაითვალისწინოს სამხრეთ ოსეთის ”დამოუკიდებლობა” და ცალკე სადამკვირვებლო მანდატი ჩამოაყალიბოს სეპარატისტული ”სახელმწიფოსთვის”, თუ კი სურს, რომ მან თავისი მისია საერთოდ განაგრძოს რეგიონში.

- ”რუსეთს არ სურს, რომ საქართველოში მოქმედმა ეუთოს მისიამ პასუხისმგებლობა აიღოს სამხრეთ ოსეთში განხორციელებულ ქმედებებზე. ამით ის ხაზს უსვამს, რომ ადრინდელი მდგომარეობა შეიცვალა”, - ამბობს ეუთოს დიპლომატი, რომელმაც პოლიტიკური მოსაზრებებით ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

- ”რუსებმა და ეუთოს წარმომადგენლებმაც კარგად იციან, რომ მათი პოზიცია არ გავა, მაგრამ რუსებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ ხელი შეუშალონ სამხრეთ ოსეთში ნებისმიერი მანდატის მოქმედებას საქართველოს ფარგლებში”,- განუცხადა დიპლომატმა Reuters-ს.

რუსები ეუთოს დამკვირვებლებს სამხრეთ ოსეთში დაბრუნების საშუალებას არ აძლევენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს განსაზღვრულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · 2008 წლის ომი და ოკუპაცია

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი