↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ედესპანი

ედუარდ შევარდნაძე: ”რუსეთთან ურთიერთობა უნდა აღდგეს, მხოლოდ - იმ გარანტიით, რომ საქართველოში ბარბარო

maxsimas 2 წთ კითხვა 1608 0 კომენტარი
ედუარდ შევარდნაძე: ”რუსეთთან ურთიერთობა უნდა აღდგეს, მხოლოდ - იმ გარანტიით, რომ საქართველოში ბარბაროსობას ადგილი აღარ ექნება
[”საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]
საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს და თვლის, რომ ”ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა”.

- ”ბევრი სოფელი დაინგრა და გაჩანაგდა. ბევრი ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. საერთაშორისო ფინანსების მეშვეობით ყველაფრის აღდგენა მოხერხდება, თუმცა ქართულ-რუსული ურთიერთობები ორი ქვეყნის საქმეა. რუსეთმა პრაქტიკულად მთელი საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, თუმცა ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს მაინც არ გავწყვეტდი. ჩვენ რომ რუსეთის საელჩო არ გაგვეუქმებინა, ამ ნაბიჯს ვერც რუსეთი გადადგამდა. ურთიერთობას ამ კუთხით მაინც შევინარჩუნებდით”, - განაცხადა შევარდნაძემ გაზეთ ”კომერსანტთან” ინტერვიუში

მისივე თქმით, ”რუსეთთან ურთიერთობა უნდა აღდგეს, მხოლოდ - იმ გარანტიით, რომ საქართველოში მსგავს ბარბაროსობას ადგილი აღარ ექნება”.

- ”რუსეთში ბევრი მეგობარი და მხარდამჭერი გვყავს. სხვათა შორის, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი მოსკოვში შემთხვევით არ ჩასულა. ილია მეორემ, პირველ რიგში, თავისი კოლეგა დაიტირა, თუმცა მის ვიზიტს პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. ჩემთვის ცნობილია, რომ მან რუსეთის პრეზიდენტისგან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ლტოლვილების დაბრუნების პირობა მიიღო. სხვა საკითხია, რამდენად შესრულდება დაპირება”, - დასძინა შევარდნაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II რუსეთში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის პატრიარქის დაკრძალვის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შეხვდა.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · მსოფლიო

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი