↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებირწმენა და ეკლესია
Ფდესპანი

ფერისცვალება

maxsimas 3 წთ კითხვა 1179 0 კომენტარი
რამდენჯერ გამივლია ამ ადგილას და არასდროს ასე არ დამმძიმებია გული....
....არ ვიცი რისი ბრალი იყო ასე ძალიან რომ იმოქმედა ნანახმა. შეიძლება იმის, რომ უკვე გვიანი საღამო იყო...ზუსტად ის დრო, როცა ადამიანები რაღაც განსაკუთრებული სიმძაფრით აღვიქვამთ ხოლმე ყველაფერს, როცა გულახდილობის ხასიათზე ხარ...როცა განსაკუთრებულად გვიხარია და გვწყინს, გვეშინია, გვენანება და გვიყვარს.... სხვანაირია ყველა ეს გრძნობა გვიან საღამოს, როცა მთელი დღის გადაღლილი ჯდები და ფიქრობ....
...ან შეიძლება იმის ბრალი იყო, რომ ამ ფერისცვალების წინა საღამოს მივდიოდი იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად მიხმობდა უფალი...
....მოკლედ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მეტროში ნანახმა განსაკუთრებულად რომ იმოქმედა ჩემზე ეგ ცხადია...
...როცა სხვა დროს დამინახავს ეს ქალი, უსინათლო, ხელში ჩონგურით (თუ ფანდურით), წინ სკამზე დადებული რაღაც პლასტმასის ჯამით, ყოველთვის მიჩნდებოდა სიბრალულის გრძნობა, მაგრამ არა ისეთი როგორიც იმ დღეს...განსაკუთრებული იყო არა მარტო ჩემი განცდა და აღქმა, არამედ თვითონ ეს ქალი...შეიძლება ესეც ფერისცვალების ბრალი იყო....ყოველშემთხვევაში ამ ქალში რაღაც ნამდვილად შეცვლილიყო... სხვა თუ არაფერი გვირაბში მიმავალს "დაუკარით!"-ის ნაცვლად სულ სხვა სიმღერა მესმოდა... მაშინვე გამიკვირდა და თავს ძალა დავატანე დამემახსოვრებინა ის სიმღერა მერე მოსაყოლი რომ მქონოდა, მაგრამ ახლა ვზივარ და სიტყვასაც ვერ ვიხსენებ იმ სიმღერიდან....
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · ეკლესიის ამბები

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი