↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Იდესპანი

ისრაელმა ომი განაახლა

maxsimas 2 წთ კითხვა 1284 0 კომენტარი
ისრაელისა და ”ჰამასის” ექვსთვიანი შერიგება 19 დეკემბერს დაირღვა. ხოლო დღეს ისრაელის ავიაციის მიერ ღაზას სექტორის დაბომბვის შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა.

როგორც ბრიტანული ტელე-რადიოკორპორაცია ”ბი-ბი-სი” იუწყება, ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორი დაბომბა და ქალაქს 30 რაკეტა დაუშინა.

პალესტინელ სამხედროთა მონაცემებით, სროლის შედეგად, 40 ადამიანი დაიღუპა. სამხედრო ოპერაციის სამიზნე ”ჰამასის” ბაზები იყო.

პალესტინის უსაფრთხოების ძალები აცხადებენ, რომ ბევრი ბაზა, რომლებიც ”ჰამასს” ეკუთვნოდა, სროლის შედეგად განადგურდა, იუწყება ”ბი-ბი-სი”.

იმის შესახებ, რომ ისრაელი ”ჰამასის” წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის ემზადებოდა, ამ კვირაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ეხუდ ოლმერტმა განაცხადა.

მისი თქმით, ”ჰამასი” უნდა შევაჩეროთ და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ისრაელი არ შეურიგდება მისი ტერიტორიების დაცხრილვას

ისრაელის სარაკეტო დარტყმის საპასუხოდ, მოძრაობა ”ჰამასმაც”რაკეტები გამოიყენა და ისრაელის ტერიტორიაზე ათეულობით რაკეტა აფეთქდა. იუწყება სააგენტო AFP-ი.

”იერუსალიმ პოსტი” იუწყება, რომ ექვსი რაკეტა ქალაქ აშკელონში დაეცა, ხოლო ორი – ნატივოტში.

ერთ-ერთი რაკეტა ნატივოტში საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, ხოლო ხუთი ადამიანი დაიჭრა.

”ჰამასის” წარმომადგენლები რადიომიმართვით გამოვიდნენ და თანამებრძოლებს მოუწოდეს, გაერთიანდნენ ისრაელის თავდასხმის მოსაგერიებლად.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალ ქაიროში საგანგებო სხდომას მოიწვევენ,

”განვიხილავთ ვითარებას რომელიც მოხდა ღაზას სექტორთან მიმართებაში, სადაც ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა ისრაელის თავდასხმის შედეგად”.- განუცხადა ჟურნალისტებს ქაიროში არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურმა მდივანმა ამა მუსამ.

მისი თქმით, გაეროში არაბულ ქვეყანათა ჯგუფი ასევე მოითხოვს უშიშროების საბჭოს დაუყოვნებელ მოწვევას რეზოლუციის მისაღებად, რომელიც დაგმობს ისრაელის აგრესიას ღაზას სექტორში.

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა დღეს დილით თითქმის ერთდროულად მიიტანეს იერიში ათობით პუნქტსა და ობიექტზე, რომელიც მოძრაობა ”ჰამასის” გასამხედროებულ ფორმირებებს ეკუთვნის. ბოლო მონაცემებით 155 ადამიანი დაიღუპა. ასობით დაიჭრა.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · 2008 წლის ომი და ოკუპაცია

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი