აგვისტოს ომი და ღაზას სექტორი - პოლიტიკური პარალელები
აგვისტოს ომი და ღაზას სექტორი - პოლიტიკური პარალელები
ნინო ჯაფარიძე]
ახლო აღმოსავლეთი კვლავ მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. საქართველო-რუსეთის აგვისტოს კრიზისის შემდეგ, მსოფლიო მედიის ყურადღება ისრაელ-პალეტსინის კონფლიქტის და ღაზას სექტორში მიმდინარე ისრაელის საომარი ოპერაციისკენ არის მიმართული, რომელიც პალესტინელ ექსტრემისტთა რადიკალური დაჯგუფების ”ჰამასის” განადგურებას ისახავს მიზნად.
გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებები, ”კონფლიქტის მონაწილეებმა ძალადობის ყველა აქტი დაუყოვნებლივ შეაჩერონ”, ხოლო ”რეგიონალურმა და საერთაშორისო პარტნიორებმა, საკუთარი გავლენა გამოიყენონ იმისთვის, რომ ტანჯვა და სისხლისღვრა დაუყოვნებლივ დასრულდეს”, ამჯერადაც უშედეგო აღმოჩნდა. ისევე როგორც, მოსკოვის სურვილი, ისარელის სახელმწიფოსა და ”ჰამასს” შორის გამართულ მოლაპარაკებებში შუამავლის როლი ეტვირთა. ისრაელი პალესტინელ ექსტრემისტთა რადიკალურ მოძრაობა ”ჰამასთან” რაიმე სახის მოლაპარაკებებზე უარს ამბობს. ოფიციალური თელ-ავივი ღაზას სექტორის ”ბოევიკებისაგან” წმენდას აგრძელებს.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს დანაყოფებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ღაზას სექტორი სამ ნაწილად დაყვეს და პალესტინელ რადიკალთა დაჯგუფებებს საშუალებას არ აძლევენ ანკლავის ტერიტორიაზე კოორდინირებული საომარი მოქმედებები აწარმოონ. ისრაელის ტანკებს, ავიაციას და თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს პალესტინელ რადიკალთა დაჯგუფების პოზიციებზე იერიში ინტენსიურად მიაქვთ.
ხოლო, ისრაელის პრეზიდენტი, შიმონ პერესი აცხადებს, რომ ისრაელი ღაზას სექორის ოკუპირებას არ აპირებს, მაგრამ სამხედრო ოპერაციას მანამ არ შეაჩერებს, ვიდრე მოძრაობა ”ჰამასის” ”ბოევიკების” ქმედებები არ აღიკვეთება. ”იდეა, რომ ”ჰამასი” ცეცხლს არ შეწყვეტს, ჩვენ კი, შევწყვეტთ - უაზროა”, - განაცხადა შიმონ პერესმა.
ექსპერტები შენიშნავენ, რომ საქართველო-რუსეთის აგვისტოს კრიზისის შემდეგ, ამერიკა-რუსეთის ინტერესები ამჯერად უკვე ახლო აღმოსავლეთში შეეჯახა ერთმანეს. ამბობენ იმასაც, რომ სიტუაცია, რომელიც საქართველო-რუსეთის კონფლიქტის დროს კავკასიაში შეიქმნა და ახლო აღმოსავლეთის ამჟამინდელი კრიზისი მისგან განსხვავდება, თუმცა, არსებობს გარკვეული პარალელებიც.
ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსაველთის კონფლიქტი გაცილებით მასშტაბურია. ამ კონფლიქტში უფრო სერიოზული და დიდი ძალებია ჩართული, ვიდრე ჩვენი და რუსეთის კონფლიქტის შემთხვევაში იყო.
- ”საქართველო-რუსეთის კონფლიქტი მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ 1979 წლის შემდეგ რუსეთმა პირველად განახორციელა ღია აგრესია. თორემ ფაქტია, აშშ-სთვის ისრაელი გაცილებით სერიოზული მოკავშირეა, ვიდრე საქრათველო. ამიტომ, როდესაც ახლო აღმოსავლეთში კრიზისი დაიწყო, შეუძლებელი იყო აშშ-ს მასზე რაგირება არ მოეხდინა. სწორედ ამის გამო გადაიდო საქრათველო-ამერიკას შორის სტარტეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაც”, - აღნიშნავს თორნიკე შარაშენიძე.
ექსპერტი სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში, ასაოციაციის ”სამართალი და თავისუფლება” ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთის ამჟამიდნელი კრიზისი გარკვეულწილად მართლაც ჩამოჰგავს აგვისტოს კრიზისის. მაგრამ საქართველოსგან განსხვავებით, ისრაელი ძლიერი სახელმწიფოა, რომელსაც შესწევს ძალა თავად გაუმკლავდეს ნებისმიერ ექსტრემისტს.
- ”თუ გავავლებთ პარალელს, როგორ გამუდმებით ბომბავდნენ ოსი სეპარატისტები ქართულ სოფლებს, ავიწორვებდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, ისარელის მსგავსად ამ შემთხვევაში ჩვენ, რატომ არ შეგვეძლო გამოგვეყენებინა ძალა და გაგვენადგურებინა სეპარატისტების საცეცხლე წერტილები?”, - აღნიშნავს ირაკლი სესაიშვილი.
ახლო აღმოსვალეთის ამჟამიდნელ კრიზისსა და აგვისტოს კრიზისს შორის გარკვეულ მსგავსებაზე სუაბრობს საქართველოს სართაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების კვლევის ცენტრის პრეზიდენტი, ექსპერტი ნიკა ჩიტაძეც.
ჩიტაძე მიიჩნევს, რომ მსგავსად აგვისტოს კრიზისის წინა პერიოდისა, როდესაც ცხინვალის სეპარატისული რეჟიმის დაქვემდებარებაში მყოფი ძალები ინტენსიურად ბომბავდნენ ქართულ სოფლებს, ღაზას სექტორის კრიზისის წინ, ”ჰამასის” დაჯგუფების მიერ იბომბებოდა ისრაელის დასახლებული პუნქტები და ისრაელის ცენტრალური ხელისუფლება იძულებული გახდა, საკუთარი მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად, ”ჰამიასის” დაჯგუფების საცეცხლზე წერტილებზე, ინფრასტრუქტურასა და ობიექტებზე ჯერ ავიაციიით მიეტანა იერიში, შემდეგ კი, სახმელეთო ოპერაცია დაწყო, რათა ღაზას სექტორზე კონტროლი დაემყარებინა და შესაბამისად მოესპო ”ჰამასის” დაჯგუფება.
”ახლო აღმოსავლეთის კრიზისი თუნდაც ამით გავს აგვისტოს კრიზისის დასაწყისში შემქნილ ვითარებას, თუმცა არის გარკვეული განსხვავებებიც, მაგალითად ის, რომ ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმისგან განსხვავებით, თავის დროზე ”ჰამასი” პალესტინის ავტონომიის მოსახლეობამ აირჩია და პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დაჯგუფება ხელისუფლებაში არჩევნების გზით აღმოჩნდა”, - აღნიშნავს ნიკა ჩიტაძე.
როგორც ექსპერტები შენიშნავენ, ამ ორ კრიზისს შორის ძირითადი განმასხვავებელი არის ის, რომ საქართველოს შემთხვევაში პროცესებში რუსეთის სახით გარეშე ძალა ჩაერია. ღაზას სექტორს რაც შეეხება, ამ კონფლიქტში გარეშე ძალების ღიად ჩარევის შანსები მინიმალურია.
- ”შესაძლებელია მუსლიმური სამყაროს ძლიერი ქვეყნები, იგივე ირანი ან რომელიმე არაბული ქვეყანა ”ჰამასის” დაჯგუფებას იარაღით ან ფინანსურად დაეხმაროს, მაგრამ ისეთი ტიპის სამხედრო ჩარევა, როგორიც რუსეთმა საქართველოში განახორციელა, ნაკლებად არის შესძლებელი”, - მიიჩნევს ჩიტაძე.
კიდევ ერთი მსგავსება, რომელზეც ექსპერტების საუბრობენ, არის ის, რომ ისევე როგორც აგვისტოს კრიზისისას, ამჯერადაც ახლო აღმსოავლეთში, რუსეთ-ამერიკის ინტერესები შეეჯახა ერთმანეთს.
ნიკა ჩიტაძე აღნიშნავს, რომ დაჯგუფება ”ჰამასი” ახლო აღმსოავლეთში რუსეთის პარტნიორად ითვლება და სწორედ ის იყო ერთ-ერთი ვინც მიესალმა რუსეთის დუმას დადგენილებას აფხაზეთის და ე.წ. ”სამხრეთ ოსეთის” აღიარების შესახებ.
”ჰამასი” რუსეთთან დაკავშირებულია იმით, რომ მოსკოვი მას შეიარაღებით ეხმარება და ამას გარდა, რუსეთის ინტერესებში შედის ისრაელის, როგორც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სტარტეგიული პარტნიორის და პლაცდარმის დასუსტება. ხოლო აშშ დახმარებას უწევდა და დღესაც უწევს ისრაელს ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიარდ აშშ დოლარით ”, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე და დასძენს, რომ რუსეთ-ამერიკის ინტერესთა კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაშიც არსებობდა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ამერიკის ინტერესებში შედიოდა სამხრეთ კავკასიაზე გეოპოლიტიკური გავლენის მოპოვება.
- ”ეს ტერიტორია უშიალოდ რუსეთს ესაზღვრება და სწორედ ამიტომაც ცდილობდა და ცდილობს ამერიკა, რომ საქრათველო ნატოში შევიდეს. ხოლო რუსეთი ცდილობდა და კვლავ ცდილობს პოსტსაბჭოთა სივრცეზე, განსაკუთრებით კი სამხრეთ კავკასიაზე კონტროლის აღდგენას, რომელსაც სატრანსპორტო კომუნიკაციების თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია”, - აცხადებს ნიკა ჩიატძე.
ქართველ ექსპერტთა განცხადებით, ახლო აღმსოავლეთი და სამხრეთ კავკასია ეს ის რეგიონებია, სადაც რუსეთ-ამერიკის გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს ეჯახება. მაგრამ, როგრც ექსპერტი თორნიკე შარაძენიძე არნიშნავს, რუსეთს ახლო აღმოსავლეთში არ აქვს ისეთი სერიოზული ინტერესები, როგორც სამხრეთ კავკასიაში. შარაშენიძის აზრით, ახლო აღმოსავლეთში რუსეთის ინტერესები მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ მოსკოვმა ამერიკის შეერთებულ შტატებს იქ გარკვეული პრობლემები შეუქმნას, თუმცა, ეს პრობლემები ამერიკისთვის მაინცდამაინც სერიოზული არ არის.
”აშშ-სთვის მთავარი პრობლემა ირანია. სწორედ აქ თამაშობს რუსეთი. მოსკოვი ცდილობს, ჩვენს შემთხვევაშიც ითამაშოს. თუნდაც იმით, რომ საქართველო შეიარაღების ნაწილს ისრაელისგან ყიდულობს და რუსეთმა მაიღწია იმას, რომ გარკვეული ბერკეტების გამოყენებით ჩვენსა და ისრალეს შორის გარიგეგბები დაბლოკა.
კერძოდ, ერთ-ერთ ბერკეტად გამოიყენა მუქარა, რომ სიარიას ახალ შეიარაღებას მიაწვდიდა. სწორედ ეს არის რუსეთის თამაშები ახლო აღმსოავლეთში. მას იქ სხვა რაიმე სერიოზული გავლენა აღარ აქვს. ყოველ შემთხვევაში ისეთი ნამდვილად არა, როგორიც ცივი ომის პერიოდში ჰქონდა”, - აღნიშნავს შარაშენიძე
ექსპერტები შენიშნავენ, რომ ისარელის უარმა, რუსეთის შუამავლობით აწარმოოს მოლაპარაკებები ”ჰამსათან”, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მოსკოვის მოკავშირეს წარმოადგენს, რამდენადმე ”შელახა” ჩრდილოელი მეზობლის თავმოყვარეობა, მაგრამ საფრთხე იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში განცდილი მარცხის გამო მოსკოვმა ჯავრი აშშ-ს სხვა პარტნიორზე, კერძოდ საქართველოზე იყაროს, მეტად დაბალია.
თორნიკე შარაძენიძე აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთის პროცესების საქართველოსთან მიბმული არ არის და ”მოსკოვი რომც გაბრაზდეს და ჯავრის საქართველოზე ამოყრა ასე იოლი არ იქნება.”
მაგრამ, ფაქტია, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გართულებამ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე გარკვეული გავლენა უკვე იქონია. თუნდაც იმით, რომ სწორედ ამ კრიზისის გამო, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის პროცესი გადაიდო.
თუმცა, როგორც ქართველი ექსპერტები ამბობენ, ხელმოწერა მხოლოდ ერთხელ გადავადდა, და აშშ-ს ხელისუფლებამ რაკიღა ახალი თარიღი უკვე დათქვა, ნაკლებად მოსალოდნელია ის, მეორედაც შეცვალოს.
